ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქვეყნიდან გაყვანასთან დაკავშირებულ საქმეზე

ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქვეყნიდან გაყვანასთან დაკავშირებულ საქმეზე

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გაყვანასთან დაკავშირებულ საქმეზე "ყველაფერს გამოძიება დაადგენს".

შოთაძის თქმით, ის ვერ იტყვის, თუ როგორ დატოვა ქვეყანა აღნიშნულმა პირმა.

"მე ვერ გეტყვით, როგორ დატოვა ქვეყანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს სამუშაოები და ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. ყველაფერს დაადგენს გამოძიება", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, შოთაძის თქმით, გამორიცხული არაფერია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ