თინა ხიდაშელი - საკონსტიტუციო პროექტით ჩვენ მივიღებთ შეიარაღებულ ძალებს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით

თინა ხიდაშელი - საკონსტიტუციო პროექტით ჩვენ მივიღებთ შეიარაღებულ ძალებს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით

არ შეიძლება კონსტიტუცია იყოს ასეთი გაუგებარი, რადგან ეს იძლევა უზარმაზარ შესაძლებლობას უპასუხისმგებლო მმართველობის პირობებში, არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული ძალები გამოიყენონ ნებისმიერი მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომელიც ამ წუთებში უშიშროების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიას ესწრება.

ხიდაშელის თქმით, შემოთავაზებულ მოდელს საკონსტიტუციო ცვლილებებისა, სამი მთავარი პრობლემა აქვს.

"პროექტს სამი მთავარი პრობლემა აქვს. პირველი ეს არის პროცესთან დაკავშირებული - მთელი ამ საჯარო დისკუსიების დროს უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე პრაქტიკულად საუბარი არ ყოფილა, არადა ფუნდამენტურად ითვლება უსაფრთხოების არქიტექტურა კონსტიტუციაში, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ თვლის მნიშვნელოვნად ამ საკითხებს. შინაარსობრივად მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ჩნდება ცნება სხვა შეიარაღებული ძალებისა, რომელთან დაკავშირებითაც შემდეგ უკვე კონსტიტუციაში აღარაფერია ნათქვამი ანუ რეალურად, თუ ეს პროექტი იქნება მიღებული, ჩვენ მივიღებთ შეიარაღებულ ძალებს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. არ ვიცით, ვინ არის მეთაური, რა სტატუსით ისარგებლებს, რა როლი ექნება ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში და ა. შ. ორი რამ შეიძლება გაგვახსენდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან ამასთან დაკავშირებით, ეს არის შინაგანი ჯარი ან მხედრიონი. ეს არის ძალიან ცუდი, არ შეიძლება და წარმოუდგენელია და მესამე პრობლემა, ეს არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ვერც თქვენ და ვერც სხვა ადამიანი ვერ მეტყვით შემოთავაზებულ მოდელში როგორ, ვის მიერ და რა ვითარებაში ხდება გადაწყვეტილების მიღება სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ. ერთსა და იმავე მუხლში წერია, რომ ეს უფლება აქვს პრემიერს, პრეზიდენტს და ხანდახან პარლამენტის თანხმობა სჭირდება და ხანდახან არ სჭირდება. არ შეიძლება კონსტიტუცია იყოს ასეთი გაუგებარი, რადგან ეს იძლევა უზარმაზარ შესაძლებლობას უპასუხისმგებლო მმართველობის პირობებში არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული ძალები გამოიყენონ ნებისმიერი მიზნით, რასაც უპასუხისმგებლო მმართველი ჩათვლის საჭიროდ”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე