ალექსანდრე ჯეჯელავა აფგან მუხთარლის შესახებ - შესაძლებელია, ეს ადამიანი "ა" პუნქტიდან წასულიყო და ჩასულიყო "ბე" პუნქტში, ამას რატომღაც არავინ უშვებს

ალექსანდრე ჯეჯელავა აფგან მუხთარლის შესახებ - შესაძლებელია, ეს ადამიანი "ა" პუნქტიდან წასულიყო და ჩასულიყო "ბე" პუნქტში, ამას რატომღაც არავინ უშვებს

შესაძლებელია ეს ადამიანი ა პუნქტიდან წასულიყო და ჩასულიყო ბე პუნქტში, ამას რატომღაც არავინ უშვებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ გამოძიება პასუხს გასცემს იმ ბრალდებებს, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლისა და ადვოკატის მხრიდან ისმის და რაც ასევე აიტაცა ოპოზიციამ.

"ოპოზიციის საქმე ალბათ ეს არის, რომ ამ პროცესის რადიკალიზაცია მოახდინოს. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ ნახეთ გერმანიის და სხვა ელჩების განცხადება, რომ ისინი ელოდებიან გამოძიების პროცესს. შესაბამისად, გამოძიების პროცესის მიმართ ჩემი ნდობა ძალიან მაღალია და დარწმუნებული ვარ, იმ ბრალდებებს, რაც გამოითქვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლისა და ადვოკატის მხრიდან და რაც აიტაცა ოპოზიციამ, პასუხი გაეცემა გამოძიების დასრულების შემდეგ. რაც შეეხება იმას, მე რა კითხვები მიჩნდება, რა თქმა უნდა, მიჩნდება კითხვები პირველ რიგში იმაზე, როდესაც საქმე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ეხება, რატომ ცდილობს ოპოზიცია ამ თემის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამწვავებას და გამოდის უსაფუძვლო ბრალდებით. მთავარი შეკითხვა და მთავარი სინანული ჩემთვის არის ეს, რომ ფაქტად არის მიღებული დაშვება იმისა, რომ ეს ადამიანი გაუჩინარდა თბილისის ცენტრში. შესაძლებელია, ეს ადამიანი ა პუნქტიდან წასულიყო და ჩასულიყო ბე პუნქტში, ამას რატომღაც არავინ უშვებს. თუ უკანონოდ აპირებდა საზღვრის გადაკვეთას, ამას აუცილებლად პასპორტის გარეშე გააკეთებდა, დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ