ტერორისტული თავდასხმები ლონდონში: მიკროავტობუსი ხალხში შევარდა - დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავებულია - 30

ტერორისტული თავდასხმები ლონდონში: მიკროავტობუსი ხალხში შევარდა - დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავებულია - 30

ლონდონში, ლონდონ-ბრიჯზე მოქალაქეებზე თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი დროით, დაახლოებით 22:00 საათზე ხიდზე მიკროავტობუსი შევარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. BBC იუწყება, რომ თავდამსხმელი მიკროავტობუსით 80 კმ/საათში სიჩქარით გადაადგილდებოდა.

Sun-ის ინფორმაციით დაღუპულია 6 ადამიანი, არის 30-მდე დაშავებული. ახლოს მდებარე რკინიგზის სადგური დაიხურა. ხიდი გადაკეტილია.

მალევე ლონდონის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბორო მარკეტის რაიონში ცივი იარაღით თავდასხმას მოხდა. ასევე ინციდენტი მოხდა ვოქსჰოლთან, თუმცა ინციდენტის ხასიათი დაზუსტებული არ არის.

ლონდონის პოლიციამ "ლონდონ-ბრიდჯსა" და ბორო მარკეტის რაიონში მომხდარი შემთხვევები ტერორისტულ აქტად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ლონდონის პოლიცია "ტვიტერის" გვერდზე აქვეყნებს. მათივე თქმით, ვოქსჰოლის რაიონში მომხდარი თავდასხმა ცივი იარაღის გამოყენებით არ უკავშირდება "ლონდონ-ბრიდჯზე" მომხდარ ინციდენტს.  იხილეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"