ვრცელდება ფოტო, რომელზეც ლონდონში ლიკვიდირებული ტერორისტები არიან ასახულნი

ვრცელდება ფოტო, რომელზეც ლონდონში ლიკვიდირებული ტერორისტები არიან ასახულნი

გამოცემა The Sun ავრცელებს ფოტოს, რომელზეც სავარაუდოდ ლონდონის ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილები არიან ასახულნი. სამივე მათგანი ლიკვიდირებულია.

სამი მამაკაცი ლონდონ-ბრიჯზე ადგილობრივი დროით 22:00 საათზე შეიჭრა მიკროავტობუსით და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ამის შემდეგ ტერორისტები ხალხში შევარდნენ და დანით დაჭრეს რამდენიმე გამვლელი ახლომდებარე ბოროუ მარკეტის ტერიტორიაზეც. დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავდა 30-მდე გამვლელი.

როგორც პოლიციის კომისარმა მარ როულიმ The Sun-ს გაუნცხადა, სამივე ტერორისტი პოლიციის პირველი გამოძახებიდან დაახლოებით, 8-10 წუთის განმავლობაში იქნა ლიკვიდირებული. სამივეს ტანზე ასაფეთქებელი ქამარი ჰქონდა შემოხვეული (რაც ფოტოეც ჩანს), თუმცა The Sun-ის ინფორმაციით, პოლიციამ დაადასტურა, რომ ქამრები რეალურად ასაფეთქებელი არ იყო.  იხილეთ ვიდეო

ერთ-ერთი თვითმხილველი, ერიკ სიგუენზა BBC-ს უყვება, რომ გაიგონა რამდენიმე მამაკაცის შეძახილი - "ეს ალაჰისთვისაა".

დადასტურებულია, რომ თავდასხმის შედეგად დაიჭრა პოლიციის ოფიცერიც, რომელსაც ტერორისტებმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. პოლიციამ ლონდონ ბრიჯსა და ახლომდებარე ბოროუ მარკეტზე მომხდარ თავდასხმებს "ტერორისტული თავდასხმები უწოდა".

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"