"თანამშრომლები სამსახურში ფიზიკურად ვეღარ დადიან, სურათი მძიმე და უპერსპექტივოა" - ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ში არსებულ სიდუხჭირეზე

"თანამშრომლები სამსახურში ფიზიკურად ვეღარ დადიან, სურათი მძიმე და უპერსპექტივოა" - ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ში არსებულ სიდუხჭირეზე

ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიანა ტრაპაიძის გადაცემა "დღის ამბებში" ისაუბრა. როგორც ტელეწამყვანი აცხადებს, ტელევიზიაში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, თანამშრომლები სამსახურში სიარულს ვეღარ ახერხებენ.

"სიტუაცია მძიმე და უპერსპექტივოა", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ამასთან, ტელეწამყვანი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია არ აპირებს "დანგრეული ტელევიზიის დირექტორობას".

"მე იმ თათბირზე არ ვყოფილვარ, სადაც ნიკამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მთელი დღის განმავლობაში თათბირები იყო ხელფასებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობაა ახლა "რუსთავი 2"-ში. ნიკას ძალიან რთულ სიტუაციაში მოუწია ყოფნამ, რადგან, როდესაც ამდენი ადამიანი გეუბნება, რომ სამსახურში ვერ მოვდივარ, მემონტაჟე ვერ მოდის... ეს არის ძალიან შიდა სამუშაო პროცესი, თანამშრომლები სამსახურში ფიზიკურად ვეღარ დადიან. ნიკამ გულწრფელად და სამართლიანად თქვა, რომ სურათი არის ძალიან მძიმე და უპერსპექტივო და ეს უახლოეს თვეებშიც არ გამოსწორდება", - აღნიშნა ტელეწამყვანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, თათბირზე თავიანთი საკითხების განხილვა მოითხოვეს "კურიერის" ოპერატორებმაც, სადაც იყო "საკმაოდ მძიმე საუბარი".

"ხომ ხვდებით, ამ ადამიანებს კრედიტები აქვთ, ყველაფერი ხომ არსებობამდე დადის. ამის შემდეგ მფლობელი დაიბარეს და ის მივიდა თათბირზე, სადაც იყო ასევე მძიმე საუბარი ფინანსებზე", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ ასევე: როგორ ემშვიდობება პოსტიდან წასულ ნიკა გვარამიას ნანუკა ჟორჟოლიანი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი