მელანია ტრამპი შვილთან ერთად თეთრ სახლში გადადის

მელანია ტრამპი შვილთან ერთად თეთრ სახლში გადადის

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი 11 წლის შვილთან ბარონთან ერთად დღემდე არა თეთრ სახლში, არამედ ნიუ იორკში ცხოვრობდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბარონს სასკოლო წელი დაემთავრებინა. მელანიას გადაწყვეტილება, ქმართან ერთად არ გადასულიყო თეთრ სახლში, კრიტიკულად შეფასდა. მაგალითად, მიშელ ობამა თეთრ სახლში გადასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე გადავიდა ვაშინგტონში შვილებთან ერთად, რომ ახალ სკოლაში შეეყვანა ბავშვები.

თუმცა მხოლოდ 5 თვის შემდეგ, რაც პრეზიდენტის რეზიდენცია დონალდ ტრამპმა დაიკავა, მელანია და ბარონი თეთრ სახლში გადავიდნენ. როგორც ჩანს, პირველი ლედი კმაყოფილია ამ ცვლილებით, თავის ტვიტერის გვერდზე მელანია თეთრი სახლის ფანჯრიდან გადაღებული ხედის ფოტოს აქვეყნებს წარწერით: "იმედია, ბევრი კარგი მოგონება დაგვიგროვდება ჩვენს ახალ სახლში".

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"