მასშტაბური ხანძარი ლონდონში - მაღალსართულიან კორპუსში ცეცხლს 200 მეხანძრე აქრობს

მასშტაბური ხანძარი ლონდონში - მაღალსართულიან კორპუსში ცეცხლს 200 მეხანძრე აქრობს

ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 50-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს. ხანძარი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, ლონდონის დასავლეთით მძვინვარებს.

პირდაპირი ეთერი ლონდონიდან, სადაც ამ წუთებში 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ხანძრისგან სრულიად ნადგურდება

4-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ყველა სართულზეა მოდებული. სამაშველო სამსახური მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობს.

ხანძრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა,- აღნიშნულის შესახებ BBC იუწყება. პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო, არსებობს შენობის ჩამოშლის საფრთხე.

ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელის თქმით კი, არიან დაღუპულები.

"სამწუხაროდ, უნდა დავადასტურო, რომ არიან დაღუპულები. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი თუ რამდენი დაღუპულია. ხანძარის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია", - განაცხადა ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარმა დენი კოტონმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"