გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახი დააყაჩაღეს

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახი დააყაჩაღეს

გორის ცენტრში, სტალინის ქუჩის #3-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინციდენტის დროს თავად მერის მოადგილე სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა სახლში ოჯახის წევრები იყვნენ. ყაჩაღობის შემდეგ რაზმაძის დედა საავადმყოფოში მოხვდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამნაშავის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფოტო: qartli.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ