რუსთავში 60-წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა

რუსთავში 60-წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა

რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ჭყონდიდელის დასახლებაში 60 წლამდე მამაკაცმა ძაღლს მუცლის არეში ლურსმნიანი ჯოხით ჭრილობები მიაყენა. ძაღლი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ფაქტის შესახებ თვითმხილველებმა და ცხოველთა უფლებების დაცვის საზოგადოების წარმომადგენელმა პოლიციას აცნობეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ეჭვმიტანილი უკვე დაიკითხა და სისხლის სამართლის საქმე 259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი