ჩრდილოეთ კორეაში დაპატიმრებული ამერიკელი სტუდენტი კომაშია

ჩრდილოეთ კორეაში დაპატიმრებული ამერიკელი სტუდენტი კომაშია

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, ამერიკელი სტუდენტი ოტო ვორმბერი, რომელსაც კედლიდან პლაკატის ჩამოხევის გამო, ადგილობრვმა სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა, ფხენიანის ციხეში წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა, თუმცა, ვომბაიერი კომაშია და ექიმებმა არ იციან, შეძლებენ თუ არა მის გადარჩენას...

22 წლის ვორმბერი ფხენიანში წელიწადნახევრის წინ, ტურისტულ ჯგუფთან ერთად ჩავიდა. სასტუმროს ფოიეში მან კედლიდან პლაკატი ჩამოხსნა, რაც ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს და ამერიკელი ტურისტი სასწრაფოდ დააკავეს.

ჩრდილო კორეას ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ამ პლაკატის ჩამოხსნაში, პოლიტიკური კონტექსტი იმალებოდა. წელიწადნახევრის შემდეგ ამერიკელი ტურისტი "ჰუმანიტარული მიზეზების" გამო გაათავისუფლეს. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების თქმით, ციხეში, ბოტულიზმით დაავადებულ დაავადებულ ვერმბაიერს, დამამშვიდებლები დაალევინეს, რის შემდეგაც ის კომაში ჩავარდა.

13 ივნისს, ამერიკის ქალაქ ცინცინატის აეროპორტში, ახალგაზრდა სტუდენტი თვითმფრინავით ჩააფრინეს, სადაც მას სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამერიკელი ექიმები მის გონზე მოყვანას შეეცადნენ. თუმცა, უშედეგოდ... ექიმებმა, ოტო ვორმბერი გამოიკვლიეს და განაცხადეს, რომ მისი ტვინის დიდი ნაწილი დაზიანებულია, ის არ ლაპარაკობს და ვერ აღიქვამს გარემოს. მათივე თქმით, მის ორგანიზმში, ბოტულიზმის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს... ამერიკელი ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ახალგაზრდა პატიმარზე, ჩრდილოეთ კორეელი ექიმები გარკვეულ სამედიცინო ექსპერიმენტს ატარებდნენ...

"ბიბისის" ინფორმაციით, ეს არ არის პორველი შემთხვევა, როდესც ფხეხიანის ციხეში მოხვედრილი უცხო ქვეყნოს მოქალაქე იქაურობას უგონო მდგომარეობაში ტოვებს. ახალგაზრდა ამერიკელი სტუდენტის ბედი გაიაზარა არაერთმა ჟურნალისტმა, რედაქტორმა და თარჯიმანმა. გამოცემის ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ, ისინი ამ გზით "ქვეყნიდან ინფორმაციის გატანას ბლოკავენ".

"უცხოელების დაკავების გახმაურებული ფაქტები 1996 ქლიდან დაიწყო, როდესაც ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი ევან ხუნციკერი დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და ქლაქ დანდუნში, ადგილობრივებთან შელაპარაკება მოუვიდა. რის შემდეგაც მას, ჩინეთთან მოსაზღვრე მდინარის, იალუს გადალახვა გადაწვიტა, თუმცა, ჩრდილოეთ კორეის მესაზღვრეებმა დააკავეს...

ხუნციკერი შპიონაჟში დაადანაშაულეს და ერთ-ერთ სასტუმროში, დაცვის ქვეშ მოათავსეს, რომელის საფასურის გადახდამ მას გათავისუფლები შემდეგ მოუწია... მისდა ბედად, მაშინ ფხენიანში, გაეროს წარმოამდგენელობა და ამერიკული დელეგაცია ჩავიდა და ხუნციკერი, სასტუმროს ხარჯების დაფარვის შემდეგ, გაათავისუფლეს...

ჩრდილოეთ კორეაში, ამერიკელი მოქალაქეების დაკავების არაერთი ფაქტი ყოფილა და ყველა შემთხვევაში, ფხენიან, მათ გასათავისიუფლებლად, ამერიკიდან მაღალჩინოსნის ჩასვლას ითხოვდა... თუნდაც, უკვე გადამდგარი, მაგრამ მაინც ავტორიტეტული ფიგურა უნდა ყოფილიყი... ეს წესი, ფხენიანმა, ბოლო წლებამდე, ვიდრე სრულ იზოლაციაში მოექცეოდა, გარკვეულ ტრადიციად დაამკვიდრა..." – წერს "ბიბისი".

გამოცემის ინფორმაციით, ამის კლასიკური მაგალითია, 2009 წელს, ორი ამერიკელი ჟურნალისტის, ლორი ლინისა და იუნ ლის ამბავი, რომლებიც მდინარე ტუმანგანის გადაკვეთის შედეგად, ჩრდილოეთ კორეაში აღმოჩნდნენ... ისინი აპირებდნენ, მდინარის ნაპირიდან ჩრდილოეთ კორეისს ცხოვრების რამდენიმე კადრი დაეფიქსირებინათ, რა დროსაც ადგილობრივმა მესაზღვრეებმა დააკავეს, შემდეგ კი, სასამართლოს გადასცეს, რომელმაც მათ 12-წლიანი პატირმობა მიუსაჯა. ციხეში მათ სულ რამდენიმე თვე გაატრეს, შემდეგ კი, მათ დასახსნელად ფხენიანში, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი პირადად ჩაფრინდა... კიდევ ერთი, ამერიკელი, რომელმაც საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ფხენიანის ციხეში, გაკრვეული დრო გაატარა, რობერტ პაკა იყო, რომელიც რამდენიმეწლიანი პატიმრობისგან ჯიმი კარტერმა იხსნა...

ფხენიანის ციხეში ნამყოფი ამერიკელი მოქალაქეები, გათავისუფლების შემდეგ, ყვებოდნენ, რომ თავდაპირველად, გარკვეული დროის განმავლობაში, ისინი ევროპული დონის, სასტუმროს ტიპის ციხეში ჰყავდათ... ეს ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდის ნაწილი იყო - თუ პატიმარს ქვეყნიდან წარმომადგენლობა მალე მოაკითხავდა, ის ქვეყანას იმ შთაბეჭდილებით დატოცებდა, რომ იმ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო, ციხეც კი მაღალი დონის სტანდარტებს აკმაყოფილებდა...

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ოტოს არ გაუმართლა, რადგან მან ვერ განსაზღვრა რამდენად სახიფათო და არაადეკვატურ სახელმწიფოში მოხვდა და სტანდარტული, პროპაგანდისტული პლაკატების ჩამოხევით, თავისი სიმამაცის დამტკიცება გადაწყვიტა... სავარაუოდოდ, ერთ-ერთი მათგანის სამშობლოში წამოღება უნდოდა, თუმცა ამის განხორციელება, ვერ შეძლო...

მას მერე რაც ვორმბერი გაასამართლეს, მასთან კავშირი გაწყდა. სავარაუდოდ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ძველ ტრადიციას არ ღალატობდა და ჩვეული დუმილით მიანიშნებდა, რომ  მის გასათავისუფლებლად, ამერიკიდან მაღალჩინოსანი ჩასულიყო... ფხენიანის ციხეში კიდევ ერთი უცხოელი, კანადის მოქალაქე მისიონერი იხდიდა სასჯელს, რომელიც ნამდვილად იყო დაკავებული რელიგიური პროპაგანდით...

კომაში ჩავარდნილი ოტო ვორმბერის სამშობლოში დასაბრუნლებად, ჩრდილოეთ კორეაში ვაშინგტონიდან ამჯერადაც ჩავიდა დელეგაცია, - რომელთა შორისაც იყო მაღალი კლასის დიპლომატი, ელჩი ჯო იუნი, რომელიც ამჟამად ამერიკის სახელმწიფო დეპარატმენტსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობას კურირებს.

თავის მხრივ, ამერიკელი სტუდენტის საქმემ აშშ-ში მწვავე საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობი ნაწილი ტრამოისგან ითხოვს, მკაცრი პასუხი გასცეს ჩრდილოეთ კორეას...

საქმე ის არის, რომ ამერიკის და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ბოლო დროს ისედაც გამწვავდა ფხენიანის სარაკეტო ცდების გამო. ფხენიანი ამბობს, რომ ბალისტიკურ რაკეტაზე მუშაობს, რომელსაც აშშ-ის ტერიტორიამდე ჩაღწევა შეუძლია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე