ის, რაც ყველა ცივილურ ქვეყანაში დაშვებულია, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში აკრძალული

ის, რაც ყველა ცივილურ ქვეყანაში დაშვებულია, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში აკრძალული

ჩრდილოეთ კორეა ყველაზე დახურული და საიდუმლო ქვეყანაა მსოფლიოში, ტურიზმი იქ შეზღუდულია და რაც შიგნით ხდება, ძირითადად ჟურნალისტები ან ქვეყნიდან გამოქცეული ადამიანები ყვებიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიმუშს იმისა თუ, რა არის აკრძალული ჩრდილოეთ კორეა, რაც ყველა ცივილურ ქვეყანაში ნებადართულია.

სიტყვის თავისუფლება

რეალურად ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას დიდი ხანია დაავიწყდა თავისუფალი სიტყვის არსებობის შესახებ. ყველას, ვინც არსებულ რეჟიმს აკრიტიკებს, სამუდამო პატიმრობას უსჯიან... თუ მხოლოდ ამით დაკმაყოფილდნენ.

სრულფასოვანი დასვენების დღეები

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა ვალდებულია კვირაში ექვსი დღე იმუშაოს, ერთადერთი დასვენების დღე კვირაა, თუმცა შვიდივე დღე მუშაობა საკმაოდ "წახალისებულია".

ტელევიზია

ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ ოთხი ადგილობრივი არხის ყურებაა შესაძლებელი. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები შუქდება, მაგრამ რედაქტირებულად და გაფილტრულად.

მუსიკა

ჩრდილოეთ კორეაში განსაკუთრებული "ფლეილისტია", რისი მოსმენაა დასაშვები, რომელიც სახელმწიფოს მიერაა შედგენილი. დაშვებული სიმღერების უმეტესობა პატრიოტული ხასიათისაა. რეჟიმის მიერ აკრძალული მუსიკის მოსმენა და მითუმეტეს შესრულება, პატიმრობით ისჯება.

არჩევნები

ჩრდილოეთ კორეაში არჩევნები როგორც ასეთი არ არსებობს, ბიულეტენებში მხოლოდ ერთი კანდიდატია და შედეგებიც მუდამ ას პროცენტიანი ლიდერობით სრულდება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"