"24-ში - ახალმთვარეობაა კირჩხიბის ნიშანში" - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი

"24-ში - ახალმთვარეობაა კირჩხიბის ნიშანში" - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ასტროლოგი

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში 24 ივნისს მოსალოდნელი ახალმთვარეობის შესახებ წერს და რეკომენდაციებს გვაძლევს:

"24-ში - ახალმთვარეობაა კირჩხიბის ნიშანში!

ამ ახალმთვარეობის რუკა ყურადღებას იპყრობს თავისი საინტერესო კონფიგურაციით, ვინაიდან, ერთის მხრივ, იძლევა შესაძლებლობებს და მეორეს მხრივ, პრობლემების წარმოქმნის ალბათობაა. და სწორედ იმიტომ, რათა პრობლემები ავიცილოთ თავიდან, კარგი იქნებოდა გაგვეთვალისწინებინა შემდეგი რეკომენდაციები..(და ეს არ ეხება მხოლოდ ახალმთავრეობის დღეს, არამედ მის შემდგომ 1 კვირასაც ვგულისხმობ):

ვინაიდან ეს რთული პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის საფინანსო - ბიზნესის, ინვესტიციების სფეროში. გამოიჩინეთ ზომიერება და გონივრულობა. სიფრთხილე გამოიჩინეთ დოკუმენტების ხელმოწერისას, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს, გააკონტროლეთ საუბარი, მოერიდეთ კონფლიქტებს, სიტყვიერ დაპირისპირებებს, ნუ შეპირდებით იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ შეასრულოთ. სიფრთხილე იურიდულ საკითხებთან, უცხოეთში, უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებითაც (მარსი - იუპიტერი-პლუტონის ტაუკვადრატია, რასაც მოგვიანებით, 27 რიცხვიდან მერკურიც უერთდება).

ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ კრიმინალურ ან საეჭვო რეპუტაციის ადამიანებთან კონტაქტისას, მოერიდეთ ამგვარი ადამიანების თავშეყრის ადგილებს.

სიფრთხილე გმართებთ, ასევე, გზებზე გადაადგილებისას, შორ და ახლო მანძილებზე მგზავრობისას.

შესაძლოა თავი იჩინოს ოჯახურმა კონფლიქტებმა და დაპირისპირებებმა, ამიტომ ნაადრევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, მოერიდეთ ჩხუბსა და კამათს, ოჯახურ სკანდალებს. იზრუნეთ სახლის, ოჯახის უსაფრთხოებაზე (სახლის თემა აქტიურია რადგან ახალმთვარეობა სწორედ სახლის, ოჯახის მმართველ კირჩხიბის ზონაში ხდება. წელს, საკმაოდ მაღალია ხანძრის წარმოქმნის საშიშროება, ამიტომ ამ მხრივაც თადარიგი დაიკავეთ ).

ეს ტაუკვადრატი მათთვისაა უფრო ყურადსაღები, ვისაც კარდინალური ჯვრის (ვერძის, სასწორის, თხის რქისა და კირჩხიბის) 12-19 გრადუსებზე აქვს მნიშვნელოვანი პლანეტები განლაგებული.

სასიკეთო ტენდენციებიც გვაქვს - 24 ივნისს დგება ვენერას ზუსტი ტრინი პლუტონტან, რაც ძალას, ემოციების მოზღვავებას განაპირობებს... შესაძლოა საკმაოდ ტემპერამენტიანი რომანების ეპიცენტრშიც კი აღმოჩნდეთ. შეეცადეთ არ მოახდინოთ ზედმეტი დრამატიზირება და არ გამოიჩინოთ ეჭვიანობა.

საერთოდ ახალმთვარეობის პერიოდი რთულია, მით უფრო ქალებისთვის. იმატებს ჭირვეულობა, უენერგიობა. ნერვული გადაძაბვები, მოწამვლის ფაქტები, კუჭ-ნაწლავის, მკერდის პრობლემები - დაიჭირეთ თადარიგი, მიიღეთ სათანადო ზომები..

ეს პერიოდი კარგი იქნება თუ დროს დაუთმობთ ოჯახის წევრებს, მშობლებს, იზრუნებთ მათზე.

გააკეთეთ გენერალური დასუფთავება როგორც სახლში, ასევე თქვენს გონებაში. გადაყარეთ სახლიდან ყველა ძველი და უსარგებლო ნივთი. (თქვენს გონებაში თან გაატანეთ ყოველივე, რაც ხელს გიშლიდათ წარმატებასა და წინსვლაში). თავიდან მოიშორეთ მავნე ჩვევები... გაათავისუფლეთ თქვენი სივრცე ახლისა და სასიკეთოს მისაღებად და მოემზადეთ ცხოვრება დაიწყოთ სუფთა ფურცლიდან!

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს