ნივთი, რომელმაც 33 წლის ფრანგი მოდელი იმსხვერპლა, შესაძლოა თქვენს ოჯახშიც იყოს

ნივთი, რომელმაც 33 წლის ფრანგი მოდელი იმსხვერპლა, შესაძლოა თქვენს ოჯახშიც იყოს

საფრანგეთში 33 წლის ფიტნეს მოდელი და ბლოგერი რებეკა ბურგერი ნაღების ასათქვეფი ბალონის აფეთქების შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. როგორც გოგონას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელ ინსტაგრამში წერენ, რებეკას ბალონი ხელში აუფეთქდა. მათივე ინფორმაციით, დარტყმა მკერდის არეში მოხდა და გოგონა გულის გაჩრების შედეგად გარდაიცვალა. გოგონას ახლობლები მოუწოდებენ საზოგადოებას, მსგავსი ბალონები არ გამოიყენონ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს