რა რჩევებს გაძლევენ ადამიანები, რომლებმაც წონაში საგრძნობლად დაიკლეს

რა რჩევებს გაძლევენ ადამიანები, რომლებმაც წონაში საგრძნობლად დაიკლეს

გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებმაც 80 კილოგრამამდე დაიკლეს. მათი რეალური რჩევები დაგეხმარებათ, საკუთარი ცხოვრების წესის გაკონტროლებაში და გარეგნობის სურვილისამებრ შეცვლაში:

ოლივია სალივანი - ერთ წელიწადში დაიკლო 45 კილო

"ჩემი ყველაზე დიდი აღმოჩენა გახლდათ ის, რომ თურმე კარდიო ვარჯიშები მეზიზღებოდა. კარდიო მართლა საშინელებაა, როდესაც 125 კილოგრამს იწონი. ნახევარი წლის შემდეგ კრივზე დავიწყე სიარული, ზედმეტი წონაც ქრებოდა, უფრო ძლიერი გავხდი და თან ძალიან დიდ მხიარულებას მანიჭებდა ეს პროცესი".

ჰანტერ მონტგომერი - წელიწადში დაიკლო 48 კილოგრამი

"ძალიან ბევრი ექსპერტი არსებობს ფიტნესის ინდუსტრიაში. შეგიძლიათ ათასნაირი დიეტა და ვარჯიში სცადოთ. თუმცა, ყველაზე მთავარი რაც მე გავითავისე, არის ის, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველა სხვადასხვანაირად რეაგირებს ვარჯიშებსა და დიეტებზე. არავინ იცის, რა არის თქვენი სხეულისთვის უმჯობესი, ამიტომ თავად უნდა აღმოაჩინოთ თქვენთვის ეფექტური წონის კლების საშუალება".

ჯენ ფლორესი - 16 თვეში დაიკლო 27 კილოგრამი

"109 კგ-ს ვიწონიდი და გამუდმებით დაღლილობას ვგრძნობდი. გადავწყვიტე მარათონში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც ორი თვის შემდეგ იმართებოდა. ამის შესახებ მეგობრებს მოვუყევი და პარტნიორიც ვიპოვნე, ვინც ჩემთან ერთად ირბენდა. შედეგად, სირბილი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ამან თავისი შედეგებიც გამოიღო".

ვანესა ნელსონი - 5 თვეში დაიკლო 32 კილოგრამი

"ძალიან ბევრი შიშები მქონდა გახდომასთან დაკავშირებით. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ წონის დაკლება მაშინებდა. ყველა შიში დავძლიე და საკუთარი ცხოვრება შევცვალე. აუცილებელია ფსიქოლოგიურ პრობლემებს აჯობოთ და შემდეგ ყველაფერი შეიცვლება".

ათენა გარსა - 2,5 წელიწადში დაიკლო 84 კილოგრამი

"ვარჯიშის და დიეტის დაწყებიდან კვირაში 2-4 კილოს ვიკლებდი, შემდეგ ეს პროცესი შენელდა და ზოგჯერ კვირაში ნახევარ კილოზე მეტს ვერ ვიკლებდი.

თავიდან ვფიქრობდი, რითი დამესაჩუქრებინა თავი ასეთი შედეგებისთვის, წავსულიყავი და გემრიელი საჭმელი მეჭამა ერთი დღე მაინც, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, ყოველი კარგი შედეგის შემდეგ ტანსაცმელი მეყიდა, რომელიც მანამდე არ მერგებოდა. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი, როდესაც დიდ შედეგს მიაღწევთ".

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს