ევროპის საუკეთესო ჰოსტელები საზაფხულო დასვენებისთვის

ევროპის საუკეთესო ჰოსტელები საზაფხულო დასვენებისთვის

ხალხს ჰგონია, რომ ჰოსტელები არაჰიგიენური ადგილებია, რომლებიც საერთო საცხოვრებელს გავს. თუმცა, ეს წარმოდგენები შორსაა რეალობისგან. ევროპაში ძალიან მყუდრო და სუფთა ჰოსტელები არსებობს, რომელთა მონახულებას აუცილებლად გირჩევდით.

Lavender Circus Hostel - ბუდაპეშტი, უნგრეთი

ეს ჰოსტელი განთავსებულია მეცხრამეტე საუკუნის სასახლეში. თბილი და მყუდრო ატმოსფერო, რომელსაც ძველი იმპერიული ფუფუნების ელფერი დაჰკრავს, წყვილისთვის იდეალური ადგილია.

ფასი: ორადგილიანი ნომერი კაცზე - 14 ევრო.

მდებარეობა: ქალაქის ცენტრი, მეტროსადგურ Kálvin tér-თან ახლოს.

Kadir’s Tree House - ოლიმპოსი, თურქეთი

ეს ჰოსტელი მოწყობილია ხის სახლში, ისეთში, ბავშვობაში რომ შტაბებს აკეთებენ ხოლმე, ოღონდ კაპიტალურად გაკეთებული. მასთან ახლოსაა საოცარი პლაჟი და ნაციონალური პარკი.

ფასი: 12 ევრო საწოლზე, 22 ევრო ორადგილიან ოთახზე.

The MadHouse Hostel - პრაღა, ჩეხეთი

"მედჰაუსი" სექსუალური და შეშლილი ადგილია, რომელიც ჩეხეთის საუკეთესო ჰოსტელადაა დასახელებული, აგრეთვე მსოფლიოში საუკეთესო ჰოსტელების სიაში მეექვსე ადგილზეა. აქ სტუმრებს როგორც ოჯახის წევრებს, ისე ეპყრობიან.

ფასი: 15,98 ევრო საწოლზე.

მდებარეობა: ქალაქის ცენტრი, მეტროსადგურ Národní třída-სთან ახლოს.

Prison Hostel -კაროსტა, ლატვია

ოდესღაც ჰოსტელის ადგილას ციხე იყო. ამის გამო წესები შენარჩუნებულია და ვინც ჰოსტელში გაჩერდება, წინასწარ თანხმობას აწერს ხელს, რომ პრეტენზია არ ექნება პერსონალის უხეშ მოპყრობასა და სასჯელებზე.

ფასი: კაცზე 15 ევრო

მდებარეობა: კლიეპაიას ისტორიული ცენტრიდან 5 კილომეტრში.

St. Briavels Hostel - გლოსტერშირი, ინგლისი

ჰოსტელი 800 წლის წინ აშენებულ ციხე-სიმაგრეშია განთავსებული. მფლობელები ირწმუნებიან, რომ იქ სულები ცხოვრობენ.

ფასი: 24 ევრო საწოლზე, 74 ევრო ორადგილიან ოთახზე.

მდებარეობა: ქალაქის ცენტრი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს