ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მორიგ შეტაკებას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მორიგ შეტაკებას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

"მსოფლიო და საერთაშორისო ორგანიზაციების დუმან... ამასობაში კი, ბავშვებისმკვლელი სარსგსიანი აზერბაიჯანის სოფლებში მშვიდობიან მოსახლეობას, ქალებსა და ბავშვებს ესვრის... შეაჩერეთ სისხლისღვრა!" – ამ შინაარსის მიმართვით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ადგოლობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა და მსოფლიო საზოგადოებას დახმარება სთხოვა...

კონფლიქტის ზონაში, სოფელ ახლანლში, სამხედრო მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელები- 50 წლის ქალი და მისი ორი წლის შვილიშვილი დაიღუპნენ. ადგილობრივების თქმით, ბებია შვილიშვილს ეზოში ასეირნებდა, რა დროსაც სროლები დაიწყო და ისინი ადგილზე დაიღუპნენ... კიდევ ერთი ქალი სროლის შედეგად დაშავდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში მომხდარში სომხურ მხარეს ადანაშაულებს.

მომხდართან დაკავშირებით, ვაშინგტონში საპროტესტო აქცია გამართეს ამერიკაში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა, რითაც კონფლიქტის ზონაში დაღუპული საჰიბი გულიევისა და მისი 2 წლის შვილიშვილის ზაჰრი გულიევის სიცოცხლის მოსპობის ფაქტი გააპროტესტეს და გაეროს ყარაღაბაღის კონფლიქტის ზონაში ქმედითი ღონისძიებების განხორცილიებისკენ მოუწოდე. მათივე თქმით, სომხური მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ სამხედრო იერიშებ სისტემატური ხასიათი აქვს...

პასუხად, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს სომხეთის არმიას, რის შედეგადაც, მწყობრიდან გამოიყვანეს მტრის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო ინფრასტრუქტურა...

"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალები იძულებული გახდნენ "ადეკვატური ზომები მიეღოთ, რის შემდეგაც მოწინააღმდეგემ ცეცხლი შეწყვიტა", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სომხური მხარის ცნობით კი, აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად, დღეს ყარაბაღის სამი ჯარისკაცი დაიჭრა. თუმცა, მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით კომენტარი ან განცხადება ჯერ არ გაუკეთებია სომხეთის ან ყარაბაღის მხარეებს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხებმა აზერბაიჯანელებით დასახლებულ აგდამის რაიონის სამ სოფელში, აბდინლა, გარაჯსა და სარჯალიში ცეცხლი გააჩინეს, რის შედწგადაც, დაახლოებით, 300 ჰექტარი გადაიწვა. მათ შორის, დაზიანდა მათი ნათესები... არსებული ინფორმაციით, ცეცხლი აზერბაიჯანის ფრონტის ხაზთსნ ახლოს იყო...

მომხდარის შესახებ ეუთოს (OშჩE) მინსკის ჯგუფის თანათავმჯომარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მხარეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დიალოგს დაუბრუნდნენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიზაციამ, "საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფის" მიერ 2017 წლის 1 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, - სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე