ვინ არის ილია ელოშვილი, რომელიც ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა

ვინ არის ილია ელოშვილი, რომელიც ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა

ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილეა და ყველა პროექტში, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ განახორციელა, მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

"იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი. ასე რომ, მინისტრობის გამოცდილებაც აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებით გაართმევს ამ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს თავს. მას აქვს გამოცდილება როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში, საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის. ვფიქრობ, რომ ილია იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კახა კალაძე "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.

რაც შეეხება ელოშვილის ბიოგრაფიას, მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი:

განათლება:

2011 - აშშ-ის სამხედრო ინჟინრების ასოციაცია, ხარისხი - ზედამხედველობის სპეციალისტი

2010 - FIDIC - ის კონტრაქტების სრულყოფილი პროგრამა, დავათა მოგვარების საბჭოს ფედერაცია, ლუქსემბურგი

2009, 2007 - MCC უნივერსიტეტი, ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც მიმართულია ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის (MCA) ქვეყნებს შორის ცოდნის გაცვლითი მეთოდით განათლების მიღებაში

2005 - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, პროფესიული განათლების უნივერსიტეტი, უტრეხტი, ჰოლანდია

1999 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ბიზნესის სამართალი

სამუშაო გამოცდილება:

27.12.2016-12.07.2017 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

2016 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

2012-2016 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

2011-2012 - ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტი Tetra Tech Inc-ი, ხელმძღვანელის მოადგილე

2010-2011 - შპს "ნიუ ენერჯი", ტექნიკური დირექტორი

2008-2010- ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველო", აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

2008 - შპს "ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია", გენერალური დირექტორი

2007-2008 - შპს "ვისოლ პეტროლიუმი", გენერალური დირექტორის მოადგილე

2007 - ფონდი " ათასწლეულის გამოწვევა საქართველო", მთავარი აღმასრულებელი ოფიცერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი

2006-2007 - ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველო", ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი

2005-2006 - "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია/ PA Consulting Group"-ი, დასავლეთ რეგიონის დირექტორი

2004-2005 - "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია/ PA Consulting Group"- ი, დასავლეთის ცენტრალური რეგიონის დირექტორი

2003 - 2004 - შპს "გორგასალი", კომერციული მენეჯერი

2000-2003 - შპს "ოსტორ - ნიდერლანდები", კონსულტანტი

ენერგეტიკის ახალ მინიტრს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."