დონალდ ტრამპი ბრიჯიტ მაკრონისადმი გაკეთებული კომპლიმენტის გამო სექსიზმში დაადანაშაულეს

დონალდ ტრამპი ბრიჯიტ მაკრონისადმი გაკეთებული კომპლიმენტის გამო სექსიზმში დაადანაშაულეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექსიზმში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მან საფრანგეთის პირველ ლედის ბრიჯიტ მაკრონს ფიზიკური ფორმა მოუწონა.

"You're in such good shape" - ამ სიტყვებით მიმართა 71 წლის დონალდ ტრამპმა პირველ ლედის, რაც პირდაპირ შეიძლება ითარგმნოს "რა კარგ ტანზე ხართ, ან კარგ ფორმაში ხართ".

ტრამპები პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საფრანგეთში. მას შემდეგ, რაც საფრანგეთისა და აშშ-ის პირველმა წყვილებმა ერთობლივად დაათვალიერეს Les Invalides მუზეუმები, ტრამპი ბრიჯიტს მიუბრუნდა და მისი მეუღლის თანდასწრებით კომპლიმენტი უთხრა. კომპლიმენტის თქმისას, პრეზიდენტმა ხელები გაიშვირა ბრიჯიტ მაკრონის მიმართულებით და მის ტანზე მიუთითა: "იცით? თქვენ ძალინ კარგ ფორმაში ხართ". შემდეგ კი ემანუელ მაკრონს მიუბრუნდა და დასძინა - "მშვენიერია".

ტრამპი საფრანგეთს ემანუელ მაკრონის მიწვევით სტუმრობს ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღსანიშნავად.

აღსანიშნავია, რომ ტრამპებისა და მაკრონების წყვილებში თითქმის მსგავსი ასაკობრივი სხვაობაა: ემანუელ მაკრონი მეუღლეზე, ბრიჯიტ მაკრონზე 23 წლით უმცროსია, დონალდ ტრამპი კი ცოლზე - მელანია ტრამპზე 24 წლით არის უფროსი.

independent.co.uk

"ვიღაც ჩვენს შორის ვითარების დაძაბვას ცდილობს" - რუსეთს სომხურ მედიაში გაჩენილი ანტირუსული განწყობები აშფოთებს

პენტაგონი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეოს ავრცელებს

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან