უძრავი ქონება და ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ბექა ოდიშარია

უძრავი ქონება და ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ბექა ოდიშარია

მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პარლამენტის ახალი წევრი ბექა ოდიშარია ფლობს 168,47 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში ; ჯამში 514.87 კვ. მეტრის 3 ბინას დედაქალაქში; 205,50 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დაბა ბაკურიანში; ამავე მისამართზე მდებარე ორ 600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს; 40.67 კვადრატული მეტრის ოთხ სამეურნეო ფართს თბილისში და იმავე მისამართზე მდებარე 3 284 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები - TOYOTA LANDCRUIZER, LEXUS და RANGE ROVER EVOQUE. მის საკუთრებაშია ასევე - 43 ფერწერული ტილო, აქედან 2 მემკვიდრეობით აქვს მიღებული, ხოლო დანარჩენში გადახდილი თანხა ჯამში 81,500 ლარს შეადგენს.

დეკლარაციის შევსების მომენტში პარლამენტის წევრი ფლობდა ასევე სს "ბათუმი ბულვარ საიდის" ჯამში 59 აქციას.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ოდიშარიას "საქართველოს ბანკის" ანაბარზე - 70 249,69 დოლარი და 122 629,41 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 62 354.08 ლარი, საკრედიტოზე - 8 266,97 ლარი; ხოლო "ვი-თი-ბი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 14 741 ლარი ჰქონდა. ამასთან, ნაღდი ფულის სახით 7 000 ლარი ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა

"ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართულნი, რათა ეს ომი გაგრძელდეს...მალე არ დამთავრდება" - მამუკა არეშიძე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე

რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ხელისუფლება დედაქალაქში კორონავირუსის პრევენციის მიზნით - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი - სტუმარი ელენე ხოშტარია