"პალიტრანიუსის" საჩუქარი აბიტურიენტების მშობლებს

"პალიტრანიუსის" საჩუქარი აბიტურიენტების მშობლებს

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე დღეში დასრულდება. აბიტურიენტებისა და მშობლების საგამოცდო ციებ-ცხელებას ცხელი ამინდებიც ემატება, რომლისგან თავის დაძვრენას საგამოცდო ცენტრებთან მომლოდინე მშობლები ათასგვარი ხერხით ცდილობენ.

ზოგიერთი ცივი წყლით იგრილებს თავს, ზოგიც ხის ჩრდილს ეფარება, ზოგიერთმა კი სკოლების სადარბაზოებში მოძებნა გრილი ადგილი...

სიცხე, ნერვიულობა, მოლოდინი...

გამოცდაზე შესულ აბიტურიენტებს დედები, მამები, ბებია-ბაბუები, და-ძმები და შინაური ცხოველებიც კი ელოდებიან.

მათ ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" საჩუქარი გაუკეთა - შვილების საგულშემატკივროდ შეკრებილებს ქუდები დაურიგა, სიცხისგან თავის დასაცავად.

ფოტო: ქეთი სვანაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი