"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქცია "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში" დასრულდა, თუმცა, მარჯანიშვილის მოედანზე პარტიის წარმომადგენლები და აქციის სხვა მონაწილეები კვლავაც არიან შეკრებილნი. ადგილზე მობილიზებული არიან ასევე შსს-ს თანამშრომლები.

აქციის ბოლოს მცირე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. თვითმხილველთა ინფორმაციით, მოქალაქემ "ევროპული საქართველოს" ლიდერების მისამართით შეიგინა, რასაც აქციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან საპასუხო გინება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა გარკვეულ სიტყვიერ შელაპარაკებას, თუმცა, პოლიცია მალევე ჩაერია და მოქალაქე ადგილიდან გაიყვანა.

ამასთან, პოლიციის თანამშრომლებმა ჩაკეტეს მარჯანიშვილის ქუჩა "მაკდონალდსთან" და ისინი იქ გავლის საშუალებას არავის აძლევდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი