დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში 25 წლის ბიჭს ესროლა

დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში 25 წლის ბიჭს ესროლა

ქობულეთში, რუსთაველის პირველ შესახვევში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არჩილ დევრიშაძე დააკავეს.

როგორც დაკავებულის ადვოკატი თეიმურაზ ქავშბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, არჩილ დევრიშაძეს თავდაპირველად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა ბრალი, თუმცა ბრალდება ხულიგნობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

მისივე თქმით, დაკავებულის მონახულებას ერთ საათში აპირებს, რომელიც ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

"საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უარი განვაცხადე, ვინაიდან არ ვიცოდი რა ბრალი ედებოდა ჩემს დაცვის ქცეშ მყოფს. დაკავების განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს გასცა",- აცხადებს თეიმურაზ ქავშბაია.

21 ივლისს ქობულეთში სროლის ხმა იყო. თვითმხილველების ცნობით, შსს-ს თანამშრომელმა ქობულეთის მკვიდრს, 25 წლის მამაკაცს ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ