ტყვიის მაღალი შემცველობა საქართველოში ხორცში, რძეში, წყალსა და ყავაში აღმოჩნდა

ტყვიის მაღალი შემცველობა საქართველოში ხორცში, რძეში, წყალსა და ყავაში აღმოჩნდა

2012-2017 წლებში სხვადასხვა პროდუქტში ტყვიის შემცველობის დარღვევის 63 შემთხვევა გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012-2017 წლებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის მონაცემებს მომხმარებელი.ჯი აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა საქონლის ხორცის შემთხვევაშია დაფიქსირებული. საქონლის ხორცში ზედმეტი ტყვიის შემცველობა ფიქსირდება იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ტყვიის შემცველობის ნორმა ასევე დარღვეულია ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, თევზის, რძის, ყავის, კვერცხის, მარილისა და ჭარხლის შემთხვევაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქონლის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმა 0.10მგ/კგ-ია. ნორმის დარღვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.36მგ/კგ სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

აჭარაში საქონლის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმა 0.5მგ/კგ-ია, აქ ყველაზე მაღალი დარღვევა 1.80მგ/კგ დაფიქსირდა.

რაც შეეხება ღორის ხორცში ტყვიის ნორმის (0.10მგ/კგ) დარღვევის ფაქტს, იმერეთში შემოწმებულ ღორის ხორცში ტყვიის შემცველობამ 0.26 მგ/კგ შეადგინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირუტყვი უკრაინიდან იყო შემოყვანილი.

ფრინველის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმის (0.10მგ/კგ) დარღვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა და დარღვევამ 0.24მგ/კგ შეადგინა.

განაგრძეთ კითხვა

"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"