ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი 2"-ის შენობაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება

ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი 2"-ის შენობაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება

ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ეჭვი მიჩნდება, რადგან ცეცხლი გაჩნდა ტელეკომპანიის იმ ნაწილში, რომელიც ყველაზე ადვილად აალებადია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით დასკვნებისგან თავს იკავებს. "ფაქტია, რომ "რუსთავი 2" გადარჩენილია. სათვალთვალო კამერები ადგილზე დამონტაჟებული იყო, თუმცა დაზიანებულია და არ ვიცი, არსებობს თუ არა ჩანაწერები", - განაცხადა უდუმაშვილმა.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში დღეს საღამოს ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად დაახლოებით 40–45 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საწყობში გაჩნდა. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი