მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის პირველი ნომერი ბილ გეითსი აღარ არის - მისი ადგილი Amazon.com-ის დამფუძნებელმა დაიკავა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის პირველი ნომერი ბილ გეითსი  აღარ არის - მისი ადგილი Amazon.com-ის დამფუძნებელმა დაიკავა

"მაიკროსოფტის" დამფძუნებელი ბილ გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის პირველი ნომერი აღარ არის. პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ინტერნეტ-კომპანია Amazon.com-ის დამფუძნებელი, ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი გახდა. ამის შესახებ Forbes-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ბეზოსი პირველ ადგილზე "ამაზონის" აქციათა კურსის 1,6 %-ით გაზრდის შედეგად გავიდა. ამის გამო, მისი ქონება 1,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 90,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამგვარად, 53 წლის ბიზნესმენი ბილ გეითსზე 500 მილიონი დოლარით მეტის მფლობელია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"