სიახლე ხელსაქმის მოყვარულთათვის - სად შევიძინოთ საუკეთესო მასალები ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად?

სიახლე ხელსაქმის მოყვარულთათვის - სად შევიძინოთ საუკეთესო მასალები ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად?

თუ წლების წინ ძვირადღირებული ქარხნული ნივთები ფასობდა, ახლა საზოგადოების დიდი ნაწილი ხელნაკეთ ნივთებზე აკეთებს აქცენტს. უფრო და უფრო პოპულარული ხდება კრაფტი - სხვადასხვა სახის მასალა ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად. ახალგაზრდები დიდი გულმოდგინებით ცდილობენ, დაამაზდონ ხელნაკეთი სამკაულები, დეკორაციები სახლისთვის და სხვა ყოველდღიური გამოყენების ნივთები.

კრაფტით შექმნილი ნივთები საუკეთესო საჩუქარია. დარწმუნებული იყავით, რომ ამ შემთხვევაში მეგობარსა თუ ნათესავს თქვენნაირ საჩუქარს ვერავინ გაუკეთებს. ის იქნება ერთადერთი ნივთი და ამავდროულად საკუთარი ხელითა და დიდი ემოციით გაკეთებული.

გარდა იმისა, რომ კრაფტით გაკეთებულ ნივთებს განსაკუთრებული ღირებულება აქვს, ის ადამიანების ცხოვრებაზე მეტად პოზიტიურ გავლენას ახდენს. ხელსაქმე ამშვიდებს ნერვებს, ადამიანს პოზიტიური ენერგიით ავსებს და უფრო მოტივირებულს ხდის. საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთები მის შემქმნელს სტიმულსა და თავდაჯერებულობას მატებს.

გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, იზრდება იმ ადგილების რაოდენობაც, სადაც კრაფტს შეიძენთ. ცოტა ხნის წინ კრაფტის კუთხე გაიხსნა ბიბლუსი გალერეაშიც. ეს ადგილი განსაკუთრებლი ასორტიმენტის გარდა იმითაცაა გამორჩეული, რომ კრაფტის სპეციალისტები მომხმარებელს ადგილზევე ასწავლიან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. მათგან მიიღებთ კვალიფიცურ რჩევებს, იმის შესახებ, თუ რომელი მასალა როგორ უნდა გამოიყენოთ.

კრაფტის სპეციალისტის ხატია მჭედლიშვილის განმარტებით, ისინი პერიოდულად ვიდეო გაკვეთილებსაც შესთავაზებენ მომხმარებელს

რა მასალებს სთავაზობთ მომხმარებელს და რა ნივთების დამზადებაა შესაძლებელი მათი გამოყენებით?

გვაქვს ძალიან ლამაზი ქაღალდები, საღებავები, შტამპები საღებავებისთვის, მოზაიკები, ხელსაწყოები, რომლითაც სხვადასხვა ფორმის დეტალების გაკეთებაა შესაძლებელი. მთავარია ფანტაზია და მონდომება, არჩევანი კი საკმაოდ დიდია. ამ მასალების გამოყენებით შესაძლებელია, როგორც სახლის დეკორაციების, ისე სამკაულების გაკეთება. მაგალითად, მოზაიკებს ხშირად სკივრების გასაფორმებლად იყენებენ, საღებავებსა და შტამპებს - სხვადასხვა სამოსის გასაფორმებლად. ქაღალდებით კი დეკორაციებს აკეთებენ ხოლმე. სამკაულების გასაკეთებლად ნამდვილად უამრავ მასალას ვთავაზობთ მომხმარებელს.

თქვენ თუ ეხმარებით მომხმარებლებს სასურველი ნივთების შექმნაში?

ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ კვალიფიცური კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა შეგვიძლია. ”ბიბლუსი გალერეაში”, კრაფტის კუთხეში ხშირად ვაკეთებეთ სხვადასხვა ნივთს და ამ პროცესის ყურება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებთ, ჩვენ თავადაც შევქმნათ ნივთები, რომლებსაც შემდეგში გავყიდით კიდეც.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მზარდი მოთხოვნისა და დაინტერესებიდან გამომდინარე, ვიდეო გაკვეთილების გაკეთებას ვაპირებთ. პირველი ვიდეო უკვე გადაღებულია. აღნიშნული გაკვეთილებით დაინტერესებულ ადამიანებს ვასწავლით, როგორ გამოიყენონ ესა თუ ის მასალა. მივაწვდით იდეებს, თუ რა ნივთების გაკეთება შეუძლიათ. მაქსიმალურად ვეცდებით, უამრავ ადამიანს გაუჩნდეს ხელსაქმის კეთების სურვილი და ამით გარემო და ზოგადად, ცხოვრება გაილამაზოს. ამისთვის კი უამრავ საინტერესო მასალას ვთავაზობთ.

ბოლო პერიოდში ხელსაქმეს მართლაც უამრავი ადამიანი უთმობს თავისუფალ დროს. საინტერესო ნივთების საკუთარი ხელით შექმნა მეტად აქტუალური გახდა. სასურველი ნივთის შექმნაში კი ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში არსებული მრავალფეროვანი ასორტიმენტი ნამდვილად დაგეხმარებათ.

sponsored by ContentRoom

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი