"ამ ამპლუაში ჩემი დანახვა ზოგს ძალიან უკვირს..." - სად ატარებს ზაფხულს გიორგი ყიფშიძე და რას საქმიანობს მსახიობი

"ამ ამპლუაში ჩემი დანახვა ზოგს ძალიან უკვირს..." - სად ატარებს ზაფხულს გიორგი ყიფშიძე და რას საქმიანობს მსახიობი

მსახიობი გიორგი ყიფშიძე აგვის­ტოს ზღვისპირეთში ატარებს. დასვენებასა და მუშაობას ერთმანეთს კარგად უთავსებს...

- გიორგი, სად ხარ, როგორ ხარ?

- ქობულეთში, ჩემი მეგობრის კლუბში, სადაც ბარმენად და პიარის "პონტში" ვმუშაობ. აგვისტოს აქ ვატარებ. "ვგულაობთ", ვერთობით...

- ბარმენის ამპლუაში შენი დანახვისას სტუმრებს როგორი რეაქცია აქვთ?

- რას ლაპარაკობ? ერთი ქალი მოვიდა - როგორ, თქვენ დაცვის გარეშე ხართო?!. მოვკვდი სიცილით... - ღადაობთ, ქალბატონო-მეთქი? - ვუთხარი (იცინის). ამ ამპლუაში ჩემი დანახვა ზოგს ძალიან უკვირს, ზოგს - უხარია, ზოგიც - ამ ფაქტის გამო გვსტუმრობს... მოკლედ, სხვადასხვანაირი რეაქცია აქვთ.

- ჯაზფესტივალზე შეგნიშნეთ... გიყვართ ჯაზი?

- ჯაზი ძალიან მიყვარს! მამამ შემაყვარა. თავდაპირველად, ჯაზის არ მესმოდა - ინტელექტუალურ მუსიკად მიმაჩნია. თჰე Bეატლეს-ის და Qუეენ-ის მუსიკაზე გავიზარდე. მერე მამამ მაილზ დევისის კონცერტების ვიდეოჩანაწერი მაჩვენა... დღეს ვერ ვიტყვი, რომ ჯაზის მცოდნე ვარ, მაგრამ ასე თუ ისე, მოყვარულის დონეზე საუბარი შემიძლია. ჯაზი ძალიან მიყვარს. სხვა ჟანრის მუსიკაც მომწონს, მაგალითად - ოპერასაც ვუსმენ, როცა საჭიროა, ელექტრომინიმალსაც... გააჩნია, როგორ სიტუაციაში მოვხვდები.

- გიორგი, რომანტიკული ხარ?

- კი, ვარ.

- შენთვის რომანტიკულობა რას ნიშნავს?

- რომანტიკულობა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ყველაზე მთავარია. რასაც ვაკვირდები, დღევანდელ ახალგაზრდობას რომანტიკულობა დაეკარგა... განაგრძეთ კითხვა

ორსულობა, "საეჭვო ნივთიერებები", გვერდითი ეფექტები -  მითები და სინამდვილე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე და პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

აფეთქება ბაღდადის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში - გარდაცვლილია სულ მცირე, 82 ადამიანი (ფოტოები)

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა