თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის კასტინგის ფინალზე - როგორ გამოიყურებოდა მოდელი

თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის კასტინგის ფინალზე - როგორ გამოიყურებოდა მოდელი

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ნიუ-იორკში Victoria's Secret-ის კასტინგის ფინალურ ტურზე გამოცხადდა. ცნობილი საცვლების ბრენდის გუნდი დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და 300 მოდელიდან არჩეული 16 ფინალისტიდან საუკეთესო მოდელებს დატოვებს, რომლებსაც პატივი ექნებათ Victoria's Secret-ის 2017 წლის გრანდიოზულ შოუში მიიღონ მონაწილეობა. შთამბეჭდავი ფეშენ შოუ სავარაუდოდ ზამთარში, შანხაიში გაიმართება.

18 წლის თაკო ნაცვლიშვილი კასტინგზე შავი ბლუზით, ჯინსის ქვედაბოლოთი და თეთრი პიჯაკით მივიდა. პაპარაცებმა ის კასტინგიდან გამოსვლის შემდეგ დააფიქსირეს.

გადაწყვეტილების შესახებ მოდელების სააგენტოებს რამდენიმე დღეში შეატყობინებენ, სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვიხილავთ თუ არა ულამაზეს ქართველ მოდელს ყველაზე შთამბეჭდავ მოდურ შოუზე.

ფეისბუქ გვერდი FashionHolics Online წერს: "დღეს ფინალური ტურის ბოლო დღეა. ფინალური ტურის დასრულების შემდეგ, VS-ის გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას და გავიგებთ, რომელი გოგონები გაივლიან VS-ის 2017 წლის ჩვენებაზე. VS პასუხებს სააგენტოებს შეატყობინებს, აგენტები გოგონებს. შემდეგ გოგონები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებენ დამტკიცდნენ თუ არა. ბოლოს "ვოგი" გამოაქვეყნებს დამტკიცებულ ახალ სახეებს".

წყარო: FashionHolics Online

ასევე წაიკითხეთ: "არმანისთან ახლოს ვარ, სახელით მომმართავს..." - თაკო ნაცვლიშვილი კარიერის, ცნობილი დიზაინერების და პოპულარული მშობლების შესახებ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება