რითი იმუქრება ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ოჯახი

რითი იმუქრება ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ოჯახი

ნაშავის დაკავებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იმუქრება, რომ მათ თავად გაუსწორდება

გაჩიანში, სოფელ ყარაჯალაში ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის დედის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში, მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ექიმები ვერ ეუბნებიან, გამოვა თუ არა მისი შვილი კომიდან.

როგორც დაშავებული მამაკაცის დედამ აღნიშნა, პოლიციამ ადამიანის ჯგუფურ ცემასა და ძალადობაში მონაწილე მხოლოდ ორი პირი დააკავა, დანარჩენი ათი კი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ოჯახის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, დროულად დააკავონ ყველა დამნაშავე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ირწმუნებიან, რომ მათ თავად გაუსწორდებიან.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.

იხილეთ ვიდეო: რას ამბობს გაჩიანში გაუპატიურებული მამაკაცის დედა და როგორია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"ეს გოგო თვითონ ურეკავდა ჩემს შვილს და ეუბნეოდა, რომ მასთან ყოფნა უნდოდა" - გაჩიანში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი მამაკაცის დედა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ