მომავალი ერთი თვის მოკლე ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მომავალი ერთი თვის მოკლე ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მომავალი ერთი თვის მოკლე ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

"ვერძისგან მზე მე-6 ნიშანშია. რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახურის და ჯანმრთელობის საკითხები ექნება წინა პლანზე. კუროსთვის შემოქმედების, შვილების, სასიყვარულო თემატიკა გააქტიურდება, რადგან მზე კუროდან მე-5 ნიშანს გადის. ტყუპისთვის მე-4 ნიშანში გადასული მზე საოჯახო საკითხების მოგვარებას, და შესაძლოა ზოგი წარმომადგენლისთვის ჭერის ცვლილებასაც გამოიწვევს. კირჩხიბის ნიშნიდან მზე ახლა მესმე ნიშანს გადის, ამიტომ მათთვის მოკლე მანძილზე გადაადგილება, საჭირო ინფორმაციის მიღება, ახალი კონტაქტების გაბმა იქნება აქტუალური. ლომს ფინანსური საკითხების გადაჭრა მოუწევს, ვის დადებითად, და ვის უარყოფით ჭრილში - ამას პირადი რუკა აჩვენებს. ქალწულებისთვის ინიციატივების გამოჩენის პერიოდი დგება, ხოლო სასწორებს საიდუმლო, დაფარულ ამბებთან მოუწევთ შეხება. მორიელებს ქალწულამდე 11 სახლი აშორებთ - ესე იგი მათ მეგობრობის, პირადი თავისუფლების და ახალი პროექტების აქტივაციიის დრო უდგათ. მშვილდოსნისთვის კარიერული ნაბიჯების გადადმის დროა, თხის რქებს კი შემეცნების გაფართოვება მოუწევთ, ეს შესაძლოა განათლების მიღების ან უცხოეთში გამგზავრების შესაძლებლობებითაც გამოიხატოს. მერწყულიდან მზე მე-8 სახლშია. ფრთხილად მერწყულებო - ტრანსფორმაციის და გარდასახვის დროა, მოუფრთხილდით ბიუჯეტს, ანაბრებს, სწორად ხარჯეთ თანხები. თევზებისგან მზეს 7 ნიშანი აშორებს, ამიტომ მათთვის პარტნიორული საკითხების გადაწყვეტა იქნება დღის წესრიგში. ნაწილ თევზებს კონკურენციულ სიტუაციაში მოუწევთ ერთი თვის მანძილზე ცხოვრება".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს