მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთს დასჭირდება, სირიის დღევანდელმა რეჟიმმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთს დასჭირდება, სირიის დღევანდელმა რეჟიმმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთს დასჭირდება, შესაძლოა სირიის დღევანდელმა რეჟიმმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. როგორც არეშიძემ "ინტერპრესნიუსს" სირიის დედაქალაქ დამასკოში საერთაშორისო ბაზრობაში აფხაზეთის "დამოუკიდებელი ქვეყნის" სტატუსით მონაწილეობის შეფასებისას განუცხადა, ასეთი ვიზიტები საფრთხის შემცველია, რადგან ცნობიერებაში რჩება როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა.

"რუსებს ყოველთვის შეუძლიათ ასეთი რამ სხვასაც გააკეთებინონ. რაც შეეხება ჩვენს ქმედებას სირიასთან დაკავშირებით, ჩვენ პრაქტიკულად ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს, რადგან სირიის დღევანდელი რეჟიმი არავითარ შემთხვევაში არ გაითვალისწინებს საქართველოს ან თუნდაც მისი მეგობრების პოზიციას ამასთან დაკავშირებით. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს რამდენიმე სხვა ქვეყანაც, მათ შორის ჩვენი მეზობელი სომხეთიც. ასევე, სირიაში ძალიან ბევრი აფხაზი ცხოვრობს და თანამემამულეებთან შეხვედრაც იგეგმება ამ ფორუმის ფარგლებში. რაც შეეხება დამოუკიდებლობის აღიარებას, რუსეთმა თუ მოინდომა არ არის გამორიცხული სირიის დღევანდელმა რეჟიმმა ეს ნაბიჯი გადადგას", - განაცხადა არეშიძემ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სირიის არაბული რესპუბლიკის მმართველმა ელიტამ აფხაზ სეპარატისტთა "საგარეო საქმეთა მინისტრს" დაურ კოვეს დამასკოში მაღალ დონეზე უმასპინძლა.

დამასკოს რიგით 59-ე საერთაშორისო ბაზრობაში, ოკუპირებულმა აფხაზეთმა, 17-22 აგვისტოს "დამოუკიდებელი ქვეყნის" სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ეს ბაზრობა არაბულ რესპუბლიკაში 1954 წლიდან ტარდება, თუმცა სამოქალაქო ომის გამო 2011 წლის შემდეგ აღარ გამართულა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."