საქართველომ უკრაინას სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა

საქართველომ უკრაინას სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა

უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს.

საქართველოს პროკურატურამ გარანტია მისცა უკრაინის გენერალურ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნის მიზანი მის მიმართ პოლიტიკური მოტივით დევნა არ არის, - ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქართული მხარისგან გარანტიები მიიღო, რომ პირი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ დანაშაულზე, რომელიც ექსტრადირების მოთხოვნაში ჩამოთვლილი არ არის. ასევე უკრაინის თანხმობის გარეშე ის არ იქნება გადაცემული მესამე სახელმწიფოსთვის და მასთან მიმართებაში დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები", - განაცხადა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მოადგილემ.

მისი თქმით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ქართული მხარის მოთხოვნას და შესაბამის დოკუმენტებს საექსტრადიციო გამოკვლევისთვის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აგზავნის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."