სააკაშვილი უკრაინაში შესვლას თავის შვილთან ერთად აპირებს

სააკაშვილი უკრაინაში შესვლას თავის შვილთან ერთად აპირებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად პოლონეთში ქალაქ ჟეშოვში იმყოფება, განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა არ გააჩნია იმ შემთხვევისთვის თუ მას უკრაინაში არ შეუშვებენ.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უკრაინაში შესვლას თავის შვილთან ერთად აპირებს. "არანაირი მაიდანის მოწყობას არ ვგეგმავ. უბრალოდ უკრაინაში შესვლა მსურს", - განაცხადა მან.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისთვის სასიამოვნოა, რომ ასობით ადამიანი შეიკრიბა არა ქალაქის ცენტრში, არამედ მინდორში, რათა დაიცვან არა მისი, არამედ თავიანთი უფლებები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."