მიხეილ სააკაშვილმა მატარებელი დატოვა - რა მარშრუტით გააგრძელებს გზას უკრაინისკენ ექს-გუბერნატორი

 მიხეილ სააკაშვილმა მატარებელი დატოვა - რა მარშრუტით გააგრძელებს გზას უკრაინისკენ ექს-გუბერნატორი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელი, რომლითაც უკრაინაში დაბრუნებას გეგმავდა, დატოვა და განაცხადა, რომ ავტობუსით გაემგზავრება "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტისკენ, როგორც ამას თავიდანვე გეგმავდა. "ჩვენ ახლა ყველანი ერთად ავტობუსით გავემგზავრებით "კრაკოვეცისკენ", - აღნიშნა მან.

ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ის ვერ ჩააღწევს უკრაინის საზღვრამდე. "ასეთ საჩუქარს პოროშენკოს არ გავუკეთებ. წავალ საზღვარზე, გავესაუბრები მესაზღვრეებს და დავიცავ ჩემს უფლებას, დავბრუნდე უკრაინაში", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ თუ "ტიტუშკები" რამეს გააკეთებენ", ამაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დაეკისრება.

მანამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამგზავრებას მატარებლით ცდილობდა, თუმცა "ინტერსითის" მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა, გამოაცხადეს, რომ მატარებელი არ დაიძვრება, ვინაიდან მასში იმყოფება პირი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს.

წაიკითხეთ: "თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ივანიშვილის აგენტები და ცრუპენტელა არხები ხართ" - სააკაშვილი "იმედს" და საზოგადოებრივ მაუწყებელს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."