რა სტიქიური კატასტროფები ემუქრება საქართველოს

რა სტიქიური კატასტროფები ემუქრება საქართველოს

მასშტაბური ხანძრებით საქართველოსთვის მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა მხოლოდ დამწვარი ფართობისა და ხეტყის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის რამდენიმე მილიონს მიაღწევს.

ზაფხულის ხანძრებმა საქართველოში ერთხელაც დაგვაფიქრა - აქვს თუ არა საქართველოს სტიქიური უბედურების საფრთხის შემცირების ქმედითი პოლიტიკა?

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი გააცნო მკითხველს: "კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია", სადაც ტყის ხანძრების შესაძლო საფრთხეებზეც იყო ლაპარაკი, თუმცა ამ საფრთხის პრევენციისთვის მთავრობამ ბიუჯეტიდან თანხები ვერ გაიმეტა. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხანძარი ერთადერთი საფრთხე არ არის, რაც შეიძლება ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფის სახით ქვეყანას დაემუქროს.

ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ წყალდიდობები და წყალმოვარდნები, მეწყრულ-გრავიტაციული და ღვარცოფული მოვლენები, ბიოლოგიური საფრთხეები, მიწისძვრები, სეტყვა, ზვავი, ძლიერი ქარი და სხვა ქვეყნისთვის საშიშია და მათგან თავი უნდა დავიცვათ, თუმცა დოკუმენტში გაწერილი პრევენციული ღონისძიებების უმეტესობა დაუფინანსებლობის გამო ვერ ხორციელდება. არადა, ოფიციალური განცხადებების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას თითქოს კარგად ესმის, რომ კლიმატის ცვლილებების კვალობაზე სტიქიური მოვლენების სიხშირე და მასშტაბები იზრდება.

წყალდიდობები და წყალმოვარდნები

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ წყალდიდობები და წყალმოვარდნები საქართველოს თითქმის ყველა მდინარისთვის დამახასიათებელია. განსაკუთრებით მაღალი რისკით გამოირჩევა იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის მდინარეები, ასევე - მტკვრის მიმდებარე ტერიტორიები და ალაზნის მარცხენა სანაპირო. აქვე წერია, რომ 1995 წლამდე ინტენსიური წყალმოვარდნები ყოველ 5-6 წელიწადში მეორდებოდა, 1995-2013 წლებში კი ეს მოვლენები თითქმის ორჯერ გახშირდა (ყოველ 2-3 წელიწადში). წყალდიდობა-წყალმოვარდნების შედეგად დიდი ზიანი ადგება სამეურნეო საქმიანობას, ინფრასტრუქტურას, იწვევს მსხვერპლს, ნგრევას, გზების ჩახერგვას, ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტას, ელექტროგადამცემი ანძებისა და გაზსადენების მწყობრიდან გამოსვლას და სხვ. 2015 წლის 13 ივნისი ამ სტიქიის საფრთხისა და მისი შედეგების ნათელი მაგალითია.

დოკუმენტის თანახმად, ვერეს აუზი და მისი შემოგარენი ახლაც მოწყვლად არეალად ითვლება. სამწუხაროა, რომ მხოლოდ სტიქიის შემდეგ დაიწყო ამ ტერიტორიაზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე მუდმივი დაკვირვება, წყალდიდობის მაღალი რისკით გამორჩეულ საქართველოს სხვა მდინარეებზე კი ეს მხოლოდ იგეგმება წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი