რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მამაკაცზე, რომელმაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავი მოიკლა

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მამაკაცზე, რომელმაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავი მოიკლა

"საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრი, რომლის დაყაჩაღების მცდელობისას ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა, დღეს არ მუშაობს.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე იმყოფებოდა. სერცის ცენტრი ექსპერტ-კრიმინალისტებმა, ანაბეჭდების აღების მიზნით სპეციალური საშუალებებით დაამუშავეს. შემთხვევის ადგილზე კვლავ შეიმჩნევა სისხლის კვალი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბანკში შეჭრილი პირი ადგილობრივია და წერეთლის გამზირზე ცხოვრობდა.

იხილეთ კადრები უკომენტაროდ: როგორ გამოიყურება "საქართველოს ბანკის" შენობა, სადაც თავდამსხმელმა გუშინ თავი მოიკლა

"ამ უბნელი იყო როგორც ვიცი, მაგრამ ზუსტად სად ცხოვრობდა არ ვიცი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

მათივე თქმით, პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა "საქართველოს ბანკის" შენობის უკან მდგარ მანქანასთან, რომლითაც, სავარაუდოდ, გარდაცვლილი გადაადგილდებოდა. მათივე ცნობით, ავტომანქანა სამართალდამცველებმა გამთენიისას წაიყვანეს.

შეგახსენებთ, შემთხვევა წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფილიალში დაყაჩაღების მიზნით შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა.

წაიკითხეთ: რას ყვებიან თვითმხილველები "საქართველოს ბანკში" მომხდარ თავდასხმასა და თვითმკვლელობის ფაქტზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი