კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი "გელა თბილისკი" დააკავეს

კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი "გელა თბილისკი" დააკავეს

ქალაქ კიევის პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი "გელა თბილისკი" მეორედ დააკავა. ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთში იყო გაძევებული. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზაფხულზე სამართალდამცველებმა 51 წლის გელა ჯოშუა დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც "გელა თბილისკი" და უკრაინაში მფარველობდა ავტომობილების ქურდებს.

მაშინ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო მის გაძევებაზე რუსეთის ტერიტორიაზე.

"პოლიციის თანამშრომლები ახლა არკვევენ თუ როგორ და რა საბუთებით შემოვიდა ის უკრაინის ტერიტორიაზე. ამჟამად მისი გაძევების საკითხი განიხილება", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

იხილეთ დაკავების კადრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ