ცნობილია, სად გააგრძელებს საქმიანობას დავით ნარმანია მერის არჩევნების შემდეგ

ცნობილია, სად გააგრძელებს საქმიანობას დავით ნარმანია მერის არჩევნების შემდეგ

დავით ნარმანიამ თბილისის მერის თანამდებობიდან, შესაძლოა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკში) გადაინაცვლოს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მმართველ გუნდში ნარმანიას სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სწორედ მისი სემეკის წევრად არჩევის საკითხი განიხილება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნარმანია საბოლოოდ სემეკის თავმჯდომარის პოსტზე მოიაზრება, თუმცა, მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კომისიის მოქმედ თავმჯდომარე ირინა მილორავას, რომელიც 6-წლიანი უფლებამოსილების შესრულებას 2013 წლის სექტემბერში შეუდგა, საქმიანობის ვადა 2019 წელს ეწურება.

კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრებს პარლამენტი ირჩევს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს.

რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს, სემეკის თავმჯდომარედ პარლამენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ირჩევს, რომელსაც ასევე პრეზიდენტი სთავაზობს კანონმდებლებს მთავრობასთან შეთანხმებით.

ამჟამად სემეკში, რომელიც 5 წევრით არის განსაზღვრული, 2 ადგილი ვაკანტურია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."