თბილისის საკრებულოს არჩევნებზე "ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია

თბილისის საკრებულოს არჩევნებზე "ქართული ოცნების" პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია

"ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.

სია ასე გამოიყურება: დარჩია მარიკა; დავითულიანი ბექა; ნიბლოშვილი თინათინი; ზარქუა ირაკლი; რურუა დათო; ჩაკვეტაძე გიორგი; უჯმაჯურიძე დავითი; ახვლედიანი გიორგი; ჯაფარიძე ლევანი და ალიბეგაშვილი გიორგი.

თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა.

იხილეთ ვიდეო

"მინდა გაგაცნოთ ის ადამიანები, ვინც მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თქვენთან ერთად ყოველდღიურად უნდა იზრუნოს თბილისის განვითარებაზე, განსაზღვროს პრიორიტეტული მიმართულებები და პოლიტიკა. ვინც ჩვენთან ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის გაჯანსაღებაზე, მოწესრიგებასა და უკეთეს მომავალზე. ვინც გულთან უნდა მიიტანოს თითოეული თქვენგანის, თითოეული თბილისელის წუხილი და დასახოს პრობლემების სისტემატურად გადაწყვეტის გზები. ეს ადამიანები იქნებიან თქვენი ინტერესების დამცველები თბილისის საკრებულოში და ჩვენ, თქვენთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად ვაქცევთ თბილისს სისცოცხლით სავსე ქალაქად, ქალაქად სადაც შექმნილი იქნება პირობები თითოეული მოქალაქის დასაქმების, რეალიზებისა და დაფასებისთვის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."