ხანძარი სიმონეთის სასროლეთის ტერიტორიაზე - რას აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში

 ხანძარი სიმონეთის სასროლეთის ტერიტორიაზე - რას აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის სასროლეთის ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ტერიტორიაზე ხანძარი ექვს სხვადასხვა ადგილზეა გავრცელებული, თუმცა კერების მოცულობა დიდი არაა.

"გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ სიმონეთის სასროლეთის ბაზაზე არის ხანძარი. ეს არის ტერიტორიაზე, სადაც მუდმივად დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეები არ არიან. სამხედროები ამ ტერიტორიით მხოლოდ სამხედრო სწავლებების დროს სარგებლობენ. ტერიტორიაზე შესვლა რიგითი მოქალაქეებისა და ადგილობრივებისთვის აკრძალულია. დახურული ტერიტორიაა. ტერიტორიაზე მრავლადაა აუფეთქებელი ჭურვები, რის გამოც მაშველების შესვლა და სალიკვიდაციო სამუშაოები რთულდება. ახლა მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო თოლორდავა ამბობს, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებული არ არის.

"ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია არ გვაქვს. მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალები მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ჯერჯერობით ხანძარი ლოკალიზებული არ არის, თუმცა მცირე კერებია, 6 კერა. როგორც კი ლოკალიზება მოხდება, ტერიტორიაზე შევალთ", - განაცხადა თოლორდავამ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე