გაკვეთილების ცხრილი გიორგი ვაშაძის საარჩევნო ნომრით - საარჩევნო აგიტაცია სკოლაში?

გაკვეთილების ცხრილი გიორგი ვაშაძის საარჩევნო ნომრით - საარჩევნო აგიტაცია სკოლაში?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და კანდიდატები აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ - შეხვედრები მხარდამჭერებთან სკვერებში, უბნის სტადიონებზე და... სკოლებშიც კი.

მაგალითად, გლდანში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში დღეს დილით პარტია "ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის სახელით მოსწავლეებს გაკვეთილების ცხრილი დაურიგეს, რომელიც პარტიის ფერებშია გადაწყვეტილი და მასზე ვაშაძის საარჩევნო ნომერი და სლოგანიცაა მითითებული. ამის შესახებ სკოლის მასწავლებელი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"სკოლის შესასვლელთან გაკვეთილების ცხრილს არიგებდა ახალგაზრდა კაცი და ორი წუთი მჯეროდა მავანის სიკეთის ბავშვებს რომ ახარებდა... P.S რამდენად ჯდება ეს ყველაფერი სამართლებრივ ნორმებში?! გიორგი ვაშაძე "შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზე სხვას ნუღარ გალანძღავ" - წერს სკოლის მასწავლებელი და აღნიშნულის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. ამასთან, დასძენს, რომ როცა კლასში შესულმა მოსწავლის ხელში აღმოაჩინა "ფაქტიურად პოლიტიკური რეკლამა", გავიდა და მიუთითა, რომ მოსწავლეების გარევა ამ საარჩევნო კამპანიაში არამართებულია.

საკითხთან დაკავშირებით AMBEBI.GE ცდილობს დაუკავშირდეს ვაშაძის პარტიას და მათ კომენტარს მალე შემოგთავაზებთ

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახულია შუახევის სკოლის მასწავლებელი და მისი პირველკლასელი მოსწავლეები "ქართული ოცნების" დროშებით. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და უარყოფითი შეფასება მოჰყვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს