მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია "ახალი ძალების" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკი ნოვინის" სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა.

"მოქალაქისთვის დამატებითი დაცვის მოთხოვნა და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა - ეს, რეალურად, ერთი და იგივეა. უბრალოდ, ყოველდღიურობაში "პოლიტიკური თავშესაფრის" ცნება უფრო ხშირად გამოიყენება", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა ჯერჯერობით სააკაშვილის მოთხოვნას არ უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი დღე-ღამის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."