აშშ-ს საწვრთნელ ბაზაზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ორი სამხედრო დაიღუპა

აშშ-ს საწვრთნელ ბაზაზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ორი სამხედრო დაიღუპა

აშშ-ს შტატ სამხრეთ კაროლინაში, საწვრთნელ სამხედრო ბაზა „ფორტ ჯექსონზე“ ავტომობილი სამხედროებს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაშავდა, - ამის შესახებ ბაზის მეთაურობა იუწყება.

სამხედრო სატრანსპორტო საშუალება სამხედრო მოსამსახურეების მწყობრში შევარდა. ექვსი დაშავებულიდან ორი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ცენტრის მეთაურის, გენერალ-მაიორ პიტ ჯონსონის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"