"ცუდი ადამიანების გასაგონად ვწერ ამ სტატუსს, რომლებიც შვილის ქორწილს არ შეგარგებენ..." - ინგა გრიგოლია

"ცუდი ადამიანების გასაგონად ვწერ ამ სტატუსს, რომლებიც შვილის ქორწილს არ შეგარგებენ..." - ინგა გრიგოლია

მცხეთაში გუშინ ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილი გაიმართა, რომელსაც უამრავი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე სტუმრობდა. მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები -  ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე და სხვები. სტუმრებს შორის იყო ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილიც. სწორედ ექსპრემიერის ვაჟის სტუმრობასთან დაკავშირებით მოუწია განმარტების გაკეთება ინგა გრიგოლიას. ჟურნალისტმა პოსტი ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა:

"ბრმების ყრუების და ცუდი ადამიანების გასაგონად ვწერ ამ სტატუსს, რომლებიც არც შვილის ქორწილს შეგარგებენ და არც ბედნიერებას - ქორწილი შედგება პატარძლის და სიძის სამეგობროსგან, ოჯახისგან, ოჯახის ახლობლებისგან და კეთილის მოსურნეებისგან... სხვა ადამიანებიც იყვნენ ნიკას და მაროს ქორწილში, არ გინახავთ?!...... სხვა პოლიტიკური პოზიციის ადამიანები...... მე ყველასი ძალიან მადლობელი ვარ, ვინც ამ ქორწილში იყო, მოვიდა, დაგვაფასა, სიძის თუ პატარძლის მხრიდან. ყველას მილიონ მადლობას ვუხდი. ყველას საგანგებო მადლობა გადავუხადე... .ამა თუ იმ პოზიციის ადამიანს...თქვენ კი, ვინც ჩემს პროფესიულ ობიექტურობა-არაობიექტურობას უკავშირებთ ქორწილის სტუმრებს, გეტყვით ერთს-ვაი თქვენს პატრონს, თუ ძალიან გაინტერესებთ, უკვე დიდი ხანია, ბერა ჩემი შვილიშვილის ნათლიაა, ვგიჟდები, ისე მიყვარს ტასოს საყვარელი ნათლია, მაგრამ ეს ოჯახური ამბები ჩემს გადაცემებზე არ ასახულა მგონი.. ვწუხვარ, რომ ამ სტატუსის დაწერა მომიხდა. მეტ კომენტარს მაროს ქორწილზე არ გავაკეთებ.  ვაი თქვენს პატრონს მართლა" - წერს გრიგოლია.

ინგა გრიგოლიას ქალიშვილის მეუღლე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟი, ნიკოლოზ გამეზარდაშვილია.

ნახეთ: გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს