რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს სურს, რომ რუსეთმა ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების პირობები ცალმხრივ ფორმატში შეასრულოს.

"შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი რუსეთსა და საქართველოს ავალდებულებს შვეიცარული კომპანიის მონაწილეობით, სავაჭრო ნაკადების სპეციალური საბაჟო ადმინისტრირების წესი გამოიყენონ. სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, თბილისის პოზიცია არ შეცვლილა. იქ დღემდე სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, ხოლო საკუთარ ვალდებულებებზე საუბარიც კი არ სურთ. ასე არ გამოვა. თბილისს მოვუწოდებთ განაცხადოს მზაობა საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებაზე", - აღნიშნა კარასინმა სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."