რუსკა მაყაშვილი შვილის ფოტოს აქვეყნებს - "არც ერთი ემოცია არ შეესაბამება იმ მდგომარეობას, რაც მე და სანდროს დაგვეთხლიშა"

რუსკა მაყაშვილი შვილის ფოტოს აქვეყნებს - "არც ერთი ემოცია არ შეესაბამება იმ მდგომარეობას, რაც მე და სანდროს დაგვეთხლიშა"

მსახიობი რუსკა მაყაშვილი დედა გახდა. მას და მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს. ცოტა ხნის წინ რუსკამ "ფეისბუქზე" ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:

"You who I am mommy now!!'დიდი მადლობა მეგობრებო ესეთი გულწრფელი მოლოცვებისთვის! რა დავწერო არ ვიცი, რა ვთქვა არ ვიცი, არცერთი სიტყვა და არცერთი ემოცია არ შეესაბამება იმ მდგომარეობას რაც მე და სანდროს დაგვეთხლიშა თავზე... რომ იცოდეთ ილია რა ტკბილია" - წერს რუსკა მაყაშვილი ფოტოს კომენტირებისას.

რუსკა მაყაშვილი მთელი ორსულობის განმავლობაში აქტიურად ცხოვრობდა და არაერთ პროექტშიც იყო ჩართული. გაზაფხულზე ის მეგა-შოუ "X-ფაქტორის" წამყვანი იყო ვანიკო თარხნიშვილთან ერთად, ამჟამად კი "ნიჭიერის" ჟიურიში ვიხილავთ, რომელიც 16 ოქტომბრიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე 2015 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს