ავტორი:

თუ კბილების გახეხვისას ონკანს დაკეტავთ, თვეში 100 ლიტრ წყალს დაზოგავთ - ენერგოეფექტურობის ექსპერტი კომუნალური ხარჯების შემცირებას გვასწავლის

თუ კბილების გახეხვისას ონკანს დაკეტავთ, თვეში 100 ლიტრ წყალს დაზოგავთ - ენერგოეფექტურობის ექსპერტი კომუნალური ხარჯების შემცირებას გვასწავლის

კომუნალური გადასახადები მოსახლეობას განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში მძიმე ტვირთად აწევს, რაზეც ოჯახის ბიუჯეტის საგრძნობლად დიდი ნაწილი იხარჯება. ენერგოეფექტურობა კი ის დარგია, რომელიც გვასწავლის, თუ რა ღონისძიებების გატარება შეიძლება მაქსიმალურად კომფორტული პირობების შესანარჩუნებლად ისე, რომ ნაკლები ენერგორესურსი დაიხარჯოს და გადასახადი შემცირდეს.

ენერგოეფექტურობის ექსპერტი კომუნალური ხარჯების დაზოგვის მიმართულებით სასარგებლო რჩევებს აძლევს AMBEBI.GE-ს მკითხველებს.

- ხშირად ჩვენი კომპიუტერი 24 საათის განმავლობაში ჩართულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებელი მთელ დროს მონიტორთან ატარებს. სისტემური ბლოკის ხშირი გამორთვა კომპიუტერისთვის არასასურველია, მაგრამ "ძილის რეჟიმში" გადაყვანა არ დააზიანებს - სამაგიეროდ, ელექტროენერგიის მოხმარებას ამ რეჟიმში 10-ჯერ შეგვიმცირებს.

  • კომპიუტერის მოხმარებისას ჩართეთ მოკლე დროის პერიოდისთვის (10 ან 15 წუთი) ჩაძინების ფუნქცია (SLEEP), ეკრანის შენახვის (SCREEN SAVER) ფუნქციის ნაცვლად;
  • როცა არ სარგებლობთ კომპიუტერით 10 ან 15 წუთის განმავლობაში, გამორთეთ მონიტორი (ეკრანი), რომელიც ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს;
  • დაარეგულირეთ მონიტორის სიმკვეთრე ან გამორთეთ ის. მონიტორის სიმკვეთრის მაქსიმალური პარამეტრებით მუშაობა უარყოფითად მოქმედებს არა მარტო მხედველობაზე, არამედ ჩვენს ჯიბეზეც;
  • ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორი განათებულ ადგილას მოათავსოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, კონტრასტი და სიმკვეთრე დაბალ დონეზე დააყენოთ და ამით ელექტრომოხმარება 5%-ით შეამციროთ;
  • CD/DVD დისკების გამოყენებისას მკვეთრად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. დააკოპირეთ და გამოიყენეთ აუდიო/ვიდეო ფაილები თქვენი კომპიუტერის მყარი დისკიდან;

- როგორც ცნობილია, ელექტროენერგიას მაცივარიც და ტელევიზორის დიდი რაოდენობით მოიხმარს...

- თუ ოთახში, სადაც მაცივარი დგას, ტემპერატურა აღწევს 30 გრადუსს, მაცივრის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება ორმაგდება.

პროდუქტების შესანახად საკმარისია დააყენოთ მაცივრის თერმოსტატი +60 გრადუსზე, ხოლო საყინულის -18 გრადუსზე.

ნუ მოათავსებთ ცხელ კერძებს მაცივარში და არ დატოვოთ მისი კარი ღია.

მაცივარში არც თავღია წყლის ჭურჭლისა და გაჭრილი წვნიანი ხილის შენახვაა სასურველი, ვინაიდან ჭარბი ნესტიანობა მაცივრის აორთქლების სისტემის ნორმალურ მუშაობას აფერხებს და ელექტროენერგიის მოხმარებას ზრდის.

რაც შეეხება ტელევიზორს, მოლოდინის რეჟიმში მუშაობისთვის საჭირო ენერგიის 15%-ს (ე.წ. ვამპირული ენერგია) მოიხმარს. ამიტომ ნუ გამორთავთ ტელევიზორს მხოლოდ სამართავი პულტიდან, გამორთეთ ქსელიდან. სასურველია რამდენიმე მოწყობილობის ერთ ელექტროწყაროში ჩართვა (ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, ვიდეო, DVD, ციფრული დეკოდერი, ანტენის გამაძლიერებელი). ამით გამორთავთ ყველა მასზე შეერთებულ მოწყობილობას ერთდროულად და დაზოგავთ ენერგიას.

ნუ დატოვებთ მობილური ტელეფონის, ფოტოაპარატის, პლეერის, ნოუტბუკის და სხვა მსგავსი აპარატურის დამტენ მოწყობილობას ქსელში ჩართულს დატენვის შემდეგ. ამ დროს დამტენი მაინც მოიხმარს ელექტროენერგიას, რომელიც იხარჯება არა დატენვაზე, არამედ გახურებაზე

როგორ დავზოგოთ წყლის მოხმარების ხარჯები?

  • გაყინული პროდუქტის გასალღობად ნუ გამოიყენებთ მოშვებულ წყალს. პროდუქტი გადაიტანეთ საყინულედან სამაცივრო განყოფილებაში - ეს გალღობის უსაფრთხო და წყლის დამზოგი ეფექტიანი მეთოდია;
  • ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვის შემდეგ, დარჩენილი წყალი შეაგროვეთ და ოთახის ყვავილები მორწყეთ;
  • ნუ მოუშვებთ წყალს ქვაბის გარეცხვისას, ჯერ დაალბეთ;
  • შხაპის მიღების დრო ერთი ან ორი წუთით შეამცირეთ და ამით თვეში 600 ლიტრ წყალს დაზოგავთ;
  • შეცვალეთ საშხაპის თავი მოდერნიზებულ მოდელზე, რომელიც წყალს ეკონომიურად ხარჯავს და ამით თვეში 3000 ლიტრ (3 მ3) წყალს დაზოგავთ;
  • კბილების გახეხვისას დაკეტეთ წყლის ონკანი, ეს თვეში 100 ლიტრ წყალს დაგაზოგინებთ;
  • მამაკაცებმა პარსვის დროს სასურველია დაკეტონ წყლის ონკანი, ასე თვეში 1200 ლიტრ წყალს დაზოგავთ;
  • ადრეულ წლებში გამოშვებულ უნიტაზებს დიდი მოცულობის "ბაჩოკი" ჰქონდა, შეამცირეთ თითოეული ჩარეცხვის წყლის რაოდენობა, "ბაჩოკის" მოცულობის შემცირების ხარჯზე (ჩააგდეთ "ბაჩოკში" წყალზე მძიმე, რაიმე საგანი)

ეს რჩევები განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვინც წყლის გადასახადს მრიცხველის მიხედვით იხდის.

როგორ დავზოგოთ ენერგია გათბობა/კონდენსირებაზე?

  • გამაგრილებელი სისტემის თერმოსტატის ყოველი გრადუსის მომატება დანახარჯების 2%-ს გიზოგავთ;
  • კონდიციონერის ჩართვის დროს, არ დააყენოთ თერმოსტატი ჩვეულებრივ ზედაბალ ტემპერატურაზე. ამით სახლი უფრო სწრაფად არ გაგრილდება და სამაგიეროდ, გამოიწვევს დამატებით ენერგოხარჯვას;
  • ზამთარში დაკეტეთ გამოუყენებელი ოთახები და არ გაათბოთ ისინი;

რჩევები დიასახლისებს კომუნალური ხარჯების შესამცირებლად

  • ელექტროქურაზე საჭმელის მოსამზადებლად გამოიყენეთ ქვაბი, რომლის ფსკერის ზომა ქურის დიამეტრის ზომის ტოლია - არასწორად შერჩეული ჭურჭელი ელექტროენერგიის 10-15% დანაკარგს იწვევს;
  • საკვების მომზადება თავღია ჭურჭელში 2-6% ენერგიის დანაკარგს გამოიწვევს;
  • ნუ ჩაასხამთ ჭურჭელში კერძის მომზადებისას დიდი რაოდენობით წყალს, ამით თქვენ გაახანგრძლივებთ საკვების მომზადების პროცესს და მოიხმართ მეტ ენერგიას;
  • დროულად მოაცილეთ ელექტროჩაიდანის ფსკერიდან ნალექი. ნალექი გროვდება წყლის მრავალჯერადი დუღილის შედეგად და დაბალი თბოგამტარობით ხასიათდება, რაც დუღილის პროცესს საგრძნობლად ანელებს;
  • ჩაიდანში ზუსტად იმდენი წყალი აადუღეთ, რამდენიც იმ წუთისთვის გჭირდებათ;
  • ჟალუზების ჩამოწევა და ფარდების ჩამოფარება ეფექტური საშუალებაა ჩვენს სახლში სიგრილის შესანარჩუნებლად;
  • ხშირად გაწმინდეთ მტვერსასრუტი - მტვრით სავსე ტომრით და გაუწმენდავი ფილტრით ის ცარიელთან შედარებით 40%-ით მეტ ენერგიას ხარჯავს;

- კიდევ რა ენერგოეფექტური ღონისძიებების ჩატარება შეგვიძლია?

- იმისთვის, რომ ზამთარში გავთბეთ, უნდა დავათბუნოთ ფანჯრები, კედლები, ჭერი, იატაკი და სახურავი, რითაც შეგვიმცირდება ენერგიის მოხმარება.

  • დაგმანეთ კარ-ფანჯრის ჩარჩოს/ალთას შეერთბების და მისი კედელთან გადაბმის ადგილები ან დაამონტაჟეთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა;
  • შეცვალეთ შეშის ტრადიციული ღუმელი ეფექტური ღუმელით - დაზოგეთ მოხმარებული შეშის 30%;
  • წყლის გამაცხელებელი (მაგალითად, ატმორი) დაამონტაჟეთ სამზარეულოს ნიჟარასთან ახლოს, ამით ცხელ წყალს სწრაფად მიიღებთ და ელექტროენერგიასაც დაზოგავთ;

- არსებობს თუ არა ხრიკები, საწვავის ხარჯების შესამცირებლად? მძღოლებს რას ეტყოდით?

- იმისთვის, რომ მძღოლებმა დაზოგონ საწვავის ხარჯი, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • იმოძრაონ შეძლებისდაგვარად ერთი და იმავე სიჩქარით. 10% სიჩქარის მომატება 10-20%-ით ზრდის საწვავის მოთხოვნილებას, ჰაერის წინააღმდეგობის მომატების ხარჯზე;
  • დახურული ლუქი და ფანჯრები, სახურავიდან მოხსნილი საბარგული შეგიმცირებთ საწვავის ხარჯს;
  • ზედმეტი ბალასტი საწვავის ხარჯვის კიდევ ერთი ფაქტორია. დაალაგეთ საბარგული და ამოიღეთ ზედმეტი საგნები;
  • დაიცავით საბურავებში წნევის რეჟიმი. ზედმეტი ან ნაკლები წნევა 10%-ით საწვავის გადახარჯვას გამოიწვევს;
  • შეამოწმეთ და თუ საჭიროა შეცვალეთ ჰაერის ფილტრი. დასვრილი ჰაერის ფილტრი ძრავში ჰაერის ნაკადის მოხვედრას ზღუდავს და ეს გარემოება ნეგატიურად მოქმედებს მის მუშაობაზე და აქედან გამომდინარე საწვავის ხარჯვაზეც;
  • ნუ დაუშვებთ ბენზინის ბაკის დაცარიელებას. საწვავის მცირე რაოდენობა წევს დაბლა ძრავის მუშაობის ეფექტურობას. იდეალურ ვარიანტში საწვავის დამატება უნდა მოხდეს, როდესაც ინდიკატორი გვიჩვენებს 1/4 ბენზობაკის შევსებას;

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ