ქუთაისში, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს

ქუთაისში, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს

ქუთაისში, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ მომხრეებთან ერთად გაზის ტარიფის გაზრდა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებს გზის ხანგრძლივად გადაკეტვის შესაძლებლობა საპატრულო პოლიციამ არ მისცა.

გზის გადაკეტვამდე პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ხელისუფლებას გადახედოს გადაწყვეტილებას გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე არ მიიღონ გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე, რაც მათი განცხადებით, მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."