ყავის გურმანებისთვის საქართველოში პრემიუმ ხარისხის ყავა უკვე ხელმისაწვდომია

ყავის გურმანებისთვის საქართველოში პრემიუმ ხარისხის ყავა უკვე ხელმისაწვდომია

ყავა ის პროდუქტია, რომელიც უპირობოდ უყვარს თითქმის ყველას. ყავას არ სჭირდება საგანგებო სეზონი, დრო, ამინდი, განწყობა. თუ ზაფხულში ცივი ყავის თანხლებით მეგობრებთან საუბარს არაფერი შეედრება, ზამთარში ცხელი ყავის არომატი მთელ სხეულს გაგითბოთ.

ყავის გურმანები ერთი საერთო თვისებით ხასიათდებიან. მათ ნამდვილი ყავის გემო იციან და არასდროს ღალატობენ მას. საქართველოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ხარისხიანი ყავის დალევას შეძლებთ. ყავის მოყვარულების საბედნიეროდ, მათ რიცხვს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ახალი სასიამოვნო ადგილი Second Cup შეემატა. კაფემ და ყავის მაღაზიამ მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ყავის მოყვარულებისთვის ხომ წარმოუდგენლად ძნელია, არომატული ხარისხიანი ყავის დაგემოვნების შემდეგ სხვა შედარებით დაბალი ხარისხის ყავის დალევა. სწორედ ყავის ხარისხი და მისი გემოვნური თვისებებია Second Cup-ის მთავარი უპირატესობები, რითაც ის კონკურენტებისგან გამოირჩევა.

ხარისხის გარანტს, გარკვეულწილად, ბრენდის ისტორია და პოპულარობაც განსაზღვრავს. Second Cup-ის ისტორია 1975 წელს კანადაში ყავის ჯიხურებით დაიწყო. პირველი საერთაშორისო რეგიონალური ფრანჩაიზი 2003 წელს დუბაიში გაიხსნა. ამჟამად კი ამ დასახელების ყავის მაღაზიისა და კაფის ნახვა მსოფლიოს 30 ქვეყანაშია შესაძლებელი. მხოლოდ კანდაში კი 325 კაფე ფუნქციონირებს. ბრენდმა ეტაპობრივად მოიხვეჭა სახელი, როგორც საუკეთესო ადგილმა უგემრიელესი ყავის დასაგემოვნებლად და ამ სიამოვნების მიღება ყავის მოყვარულებს საქართველოშიც შეუძლიათ.

Second Cup-ის ყავის წარმოებისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხის არაბიკა ყავა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სპეციალურად შერჩეულ და განსაზღვრულ ადგილებში იზრდება. თითოეული მარცვალი ხელით იკრიფება, თუმცა არ ხდება მოსავლის ერთიანად აღება. ყავა იკრიფება ეტაპობრივად, მხოლოდ ყველაზე მწიფე მარცვლები, მუშვდება უმაღლეს დონეზე და მოსახალად კანადაში იგზავნება.

საინტერესო აღმოჩნდა Second Cup-ის ყავის მარცვლების მოხალვის პროცესიც. როგორც გაირკვა, კომპანიაში ყავას მცირე პორციებით, მაქსიმუმ 200 კილოგრამს ხალავენ. ამით მწარმოებლები ყავის მაღალ ხარისხსუზრუნველყოფენ. მცირე პორციებით მოხალვის დროს ყველა მარცვალი თანაბრად იხალება და ყავა განსაკუთრებულ არომატს იძენს.

კიდევ ერთი ფაქტი, რაც ყავის გურმანებს Second Cup-ის შესახებ დააინტერესებთ ისაა, რომ თითოეული ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან ჩასული შეკვეთა მისი მიღების შემდეგ მზადდება და არ ხდება მოხალული ყავის დამარაგება. შეკვეთა კანადიდან პირდაპირ საქართველოში მოემართება.

Second Cup-ის კაფეში, რომელიც თბილისში, სპორტის სასახლესთან მდებაროებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ყავის შენახვის პირობებს და ვადებს. შეფუთვის გახსნიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, მისი გამოყენება აღარ ხდება.

პრემიუმ ხარისხის ყავის გარდა, Second Cup-ის კაფეში მისულ სტუმრებს განსკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ჩაის დაგემოვნებაც შეუძლიათ.

ამ ყველაფერთან ერთად კომფორტული გარემო და მაღალი ხარისხის მომსახურება ქმნის იმ სრულყოფილ შეთავაზებას, სახელად, Second Cup-ს, რომელიც ბოლო პერიოდში თბილისში ასე პოპულარული და ტრენდული გახდა. მოთხოვნიდან გამომდინარე, 17 ოქტომბერს Second Cup- ის მეორე ფილიალი გაიხსნა აღმაშენებლის 106 ნომერში .

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი